Jump to content

5G-მოდემი და რვა ბირთვი Kryo 400 Series: ახალი პროცესორი Snapdragon 735


Recommended Posts

ინტერნეტ-წყაროებმა გამოაქვეყნეს Qualcomm Snapdragon 735 მობილური პროცესორის ტექნიკური მახასიათბლები. შეგახსენებთ, რომ ხსენებული ჩიპის ანონსი მიმდინარე წლის ბოლოსკენაა დაგეგმილი. 

image.jpeg 

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ გამოქვეყნებული მონაცემები არ ატარებს ოფიციალურ ხასიათს და ამიტომც მათი საიმედოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჩიპის საბოლოო მახასიათებლები შესაძოა შედარებით განსხვავეული იყოს. 

ამჟამად არსებული ცნობებით Snapdragon 735 პროცესორს ექნება რვა ბირთვი Kryo 400 Series კონფიგურაციით - 1+1+6: ამ ბლოკების სიხშირეა შესაბამისად 2,9 გჰც, 2,4 გჰც და 1,8 გჰც. 

გრაფიკული ქვესისტემის შემადგენლობაში შევა ამაჩქარებელი Adreno 620 ტაქტის სიხშირით 750 მეგაჰერცი. ხელმისაწვდომია მუშაობა 3360 × 1440 პიქსელი გაფართოების მქონე დისპლეისთან. 

image.jpeg 

წყაროების ინფორმაციით პროცესორის შემადგენლობაშ შევა 5G მოდემი მეხუთე თაობის მობილურ ქსელში მუშაობისთვის. გარდა ამისა, ნახსენებია ბლოკი Neural Processing Unit (NPU220 @ 1 გჰც), რომელიც განკუთვნილია იმ ოპერაციების შესრულების აჩქარებისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნუ ინტელექტთან. 

ჩიპი დამზადებული იქნება 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. პლატფორმას ექნება LPDDR4X-2133 ტიპის 16 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა, აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება UFS 2.1 და eMMC 5.1 ფლეშ-მოდულები, უსადენო კავშირი Wi-Fi 802.11ас 2х2, USB Type-C პორტი და .აშ.  

Snapdragon 735 ჩიპით წარმოდგენილი პირველი სმარტფონები როგორც მოსალოდნელია ბაზარზე გამოვა მომდევნო წლის დასაწყისში. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.