Magdalena Posted April 22, 2019 Share Posted April 22, 2019 Zotac-ის ასორტიმენტს შეემატა ახალი, მცირე ფორმ-ფაქტორის კომპიუტერი - ZBox CI621 nano, რომელიც აგებულია Intel-ის აპარატულ პლატფორმაზე. ნეტტოპის შემადგენლობაში შედის Whiskey Lake თაობის პროცესორი Core i3-8145U. ეს ჩიპი ორბირთვიანი და ოთხნაკადიანია. ტაქტის სიხშირე ვარირებს 2,1-დან 3,9 გიგაჰერცამდე დიაპაზონში. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია ინტეგრირებული გრაფიკული ამაჩქარებელი Intel UHD 620. კომპიუტერის გაბარიტებია 204 × 129 × 68 მმ. ზედაპირის პერფორაცია და მასიური შიდა რადიატორი საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას პასიური გაგრილების სისტემა, ამიტომაც ნეტტოპი ხმაურს არ გამოსცემს მუშაობისას. DDR4-2400/2133 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეიძლება აღწევდეს 32 გიგაბაიტს (2 × 16 გბ). დაშვებულია ერთი 2,5 დუიმიანი დრაივის მიერთება (მყარი დისკი ან SSD) SATA 3.0 ინტერფეისით. ინტერფეისების ნაკრები მოიცავს ორ ქსელურ პორტ Gigabit Ethernet-ს, ორ სიმეტრიულ USB 3.1 Type-C პორტს, ოთხ USB 3.1 და ერთ USB 3.0 პორტს. აგრეთვე ხელმისაწვდომია ინტერფეისები: HDMI 2.0 და DisplayPort 1.2, SD/SDHC/SDXC რიდერი და აუდიოკონექტორები. აღჭურვილობაში შედის Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5 უსადენო კავშირების ადაპტერები. გარანტირებულია თავსებადობა ოპერაციულ სისტემა Windows 10-თან. https://3dnews.ru/986208 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.