Jump to content

ახალი ცნობები iPhone 2019 მოდელებზე


Magdalena

Recommended Posts

დაახლოებით 5 თვე დარჩა შემდგომი თაობის Apple iPhone-ების გაყიდვამდე. წარმოებისათვის დარჩენილი დროის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ საწარმოო პროცესი დასრულებასთან ახლოსაა.  

ანალიტიკოსებმა საზოგადოებას გაუზიარეს გარკვეული ინფორმაცია Apple-ის სამომავლო პროდუქტების შესახებ.  

რამოდენიმე თვის განმავლობაშ ვრცელდებოდა ხმები iPhone XI Max სმარტფონის შესახებ, რომელშიც სამი უკანა კამერა იყო განთავსებული. ამ დრომდე უცნობი იყო, ექნებოდა თუ არა ასეთივე სტანდარტული ვარიანტის კამერები iPhone XI-ს. ამჯერად უკვე დასტურდება ეს ინფორმაცია. 
image.jpeg 

ისევე, როგორც უკვე არსებულ მოდელებს, iPhone XI და XI Max-ს ექნებათ სტანდარტული კამერა და ტელეფოტო ობიექტივი. სენსორებზე ჯერჯერობით ცნობილი არაფერია. 

მესამე კამერა სუპერფართოკუთხიანი ობიექტივით იქნება წარმოდგენილი, ისეთით, როგორიც მოცემული Samsung-ის, Huawei-სა და LG-ის ფლაგმანებში. სენსორები წარმოებული იქნება Sony-ს მიერ.  

image.jpeg 

ფრონტალური კამერა გაუმჯობესდება და შესაძლოა მისი გაფართოება 12 მეგაპიქსელი იყოს. 
იავარში ინტერნეტში გავრცელდა iPhone XI-ის დიზაინის ორი ვარიანტი. მათგან ერთ-ერთი უფრო რეალურად ითვლებოდა, თუმცა ყველაზე მეტად სწორედ მან ვერ დაიმსახურა საზოგადოების მოწონება.  

image.jpeg 

გამოვა მესამე სმარტფონიც, ზემოთხსენებულ ორ მოდელთან შედარებით უფრო იაფი. iPhone XR 2 მოდელს კვლავ ექნება სტანდარტული რითადი კამერამ ასევე მეორე კამერა, რომელიც დაახლოებით Galaxy S10e-ს დონის იქნება. დაუზუსტებელია, ექნება თუ არა ტელეფოტო კამერა.  

iPhone XE და iPhone 8S 

ზემოთ აღწერილი სამი სმარტფონი სავარაუდოდ დაანონსდება სექტემბერში. აგრეთვე შესაძლოა გამოვიდეს კიდევ სმარტფონი iPhone XE (iPhone X-ის დიზაინის მსგავსი) და მას ექნება კომპაქტური 4,8 დუიმიანი ეკრანი. ამგვარი სმარტფონი შესაძლებელია ჩაითვალოს iPhone SE-ს ანალოგად, თუმცა იგი წარმოდგენილი იქნება უფრო მძლავრი Apple A12 Bionic პროცესორით. 

image.jpeg 

აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2020 წლის მარტისათვის დამზადდება iPhone 8-ის განახლებული ვარიანტი, რომელიც წარმოდგენილი იქნება ახალი Apple A13 ჩიპით, 128 გბ მეხსიერებითა და 4,7 დუიმიანი ეკრანით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.