Jump to content

NASA-მ აარჩია ადგილი მთვარეზე, სადაც კვლავ დაადგამს ადამიანი ფეხს


Recommended Posts

კოსმოსური სააგენტო NASA აპირებს ადამიანები მთვარის ორბიტაზე 2024 წელს გაგზავნოს. მისია განხორციელდება მთვარის პირველი ორბიტალური სადგურის - Gateway-ს ფარგლებში და ასტრონავტები შეძლებენ ფეხი დადგან დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე. სააგენტოს არ სურს, რომ ასტრონავტები იმავე ადგილას დაეშვან, სადაც გაიარა ისტორიული მისია „აპოლო“-ს (Appolo) ეკიპაჟმა - ახალი ვიზიტი ახალი გამოწვევა იქნება კაცობრიობისთვის, ეს იქნება კიდევ ერთი „გიგანტური ნახტომი“. სააგენტომ უკვე შეარჩია ასტრონავტების დასაშვები ადგილი - მთვარის სამხრეთი პოლუსი. 

image.jpeg 

NASA ამ რეგიონით უმიზეზოდ არ არის დაინტერესებული. პირველ რიგში, მთვარის სამხრეთ პოლუსზე ადამიანს არასოდეს დაუდგამს ფეხი. მეორე - ეს რეგიონი მდიდარია ყინულოვანი საფარით. ამაში არის პრაქტიკული სარგებელი - მიღებული წყალი შესაძლებელია ვარგისი იყოს სასმელად, აპარატურის გასაგრილებლად და სარაკეტო საწვავის საწარმოებლად. შეიძება იქვას, რომ ეს არის კრიტიკულად აუცილებელი რესურსი, რომელიც ასტრონავტებს ხელს შეუწყობს არა მარტო მთვარის, არამედ მარსისა და სხვა პლანეტების გამოკვლევაში. 

„სამხრეთი პოლუსი მისია „აპოლონის“ დაშვების ადგილიდან შორსაა, ამიტომ იგი ახალი გამოწვევაა ჩვენთვის და მოგვცემს ახალ არეალზე წვდომას გამოკვლევებისათვის“ - აცხადებს სტივენ კლარკი, NASA-ს სამეცნიერო მისიების დირექციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. 

ყველაფერ ზემოხსენებულან ერთად, მთვარის სამხრეთი პოლუსი სახიათო და იდუმალ ადგილად ითვლება - მის ქვეშ უკვე ათასჯერ გაიფრინა პლანეტათშორისმა სადგურმა LRO-მ. ამ ფრენებისას შეგროვდა უამრავი ინფორმაცია, რათა შექმნილიყო ტოპოგრაფიული რუკები, სადაც მონიშნული იქნებოდა ყინულოვანი საფარის ადგილმდებარეობები. 

NASA-ს წინაშე დგას პრობლემური საკითხი - შეძლებს თუ ვერა სააგენტო ასე მცირე დროშ მისიის განხორციელებას? აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა Mike Pence-მა ივარაუდა, რომ მისიისათვის საჭირო იქნება კომერციული რაკეტები, რადგანაც მისი აზრით კერძო აპარატები მისიას ვერ გაუმკლავდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.