Jump to content

HP-ის პირველი 15-დუიმიანი Chromebook სრულზომიანი კლავიატურითა და IPS-ეკრანით 449 აშშ დოლარად


Recommended Posts

Chromebook კვლავ ახდენს კარგ შთაბეჭდილებას ფასი-ხარისხის მიმართების მხრივ და არც ახალი 15-დუიმიანი ლეპტოპია გამონაკლისი. მსოფლიოში პირველი 15-დუიმიანი HP Chromebook-ი (უფრო სწორად 15,6-დუიმიანი) წარმოდგენილია არა მარტო სრულზომიანი ლავიატურითა და ციფრული პანელით, არამედ სენსორული IPS-ეკრანითა და 64 გიგაბაიტი ფლეშ-მეხსიერებით. 

image.png 

ამ მოდელის საწყისი ფასია 449 აშშ დოლარი, თუმცა მსურველებს შეეძებათ გადაიხადონ შედარებით მეტი და მიიღონ ორჯერ დიდი მოცულობის eMMC მეხსიერების სივრცე, აგრეთვე უფრო სწრაფი Intel Core i5 პროცესორი. თუმცა ამ შედარებით მძლავრი მოდელის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია. 

HP აცხადებს, რომ ლეპტოპი უკვე ხელმისაწვდომია შესაძენად თავის ინტერნეტ-მაღაზიაში, თუმცა მასზე ჯერ კიდევ რატომაც მითითებულია სტატუსი „coming soon“.  

მოწყობილობა ფლობს რამოდენიმე ისეთ მახასიათებელს, რაც ნამდვილად შთამბეჭდავია ამ ღირებულების ლეპტოპისთვის. შესაბამისად, ხსენებული მოწყობილობა კონკურენტუნარიან ალტერნატივას წარმოადგენს ფასის ამ სეგმენტის სტანდარტული ლეპტოპებისთვის. 

image.jpeg 

სხვა მახასიათებლებიდან აღსანიშნავია 4 გიგაბაიტიანი ინტეგრირებული მეხსიერება, ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორი Intel HD Graphics 610, ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობად კი დასახელებული 13 საათი. მოწყობილობა წარმოდგენილია ფრონტალური ფართოკუთხიანი ვებ-კამერით, ორი მიკროფონითა და ინტეგრირებული Bang & Olufsen დინამიკებით. ლეპტოპი გამოვა ფერის ორ ვარიანტად - ვერცხლისფერი და ლურჯი. 

image.jpeg 

HP Chroembook 15 - ეს ლეპტოპი კიდევ ერთი Chrome OS-მოწყობილობაა დიდი ზომის ლეპტოპებს შორის. გასულ წელს კი გამოვიდა Asus-ის 15-დუიმიანი Chromebook. 15-დუიმიან მოდელებს აგრეთვე ამზადებენ Acer და Lenovo. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.