Magdalena Posted April 20, 2019 Share Posted April 20, 2019 Chromebook კვლავ ახდენს კარგ შთაბეჭდილებას ფასი-ხარისხის მიმართების მხრივ და არც ახალი 15-დუიმიანი ლეპტოპია გამონაკლისი. მსოფლიოში პირველი 15-დუიმიანი HP Chromebook-ი (უფრო სწორად 15,6-დუიმიანი) წარმოდგენილია არა მარტო სრულზომიანი კლავიატურითა და ციფრული პანელით, არამედ სენსორული IPS-ეკრანითა და 64 გიგაბაიტი ფლეშ-მეხსიერებით. ამ მოდელის საწყისი ფასია 449 აშშ დოლარი, თუმცა მსურველებს შეეძლებათ გადაიხადონ შედარებით მეტი და მიიღონ ორჯერ დიდი მოცულობის eMMC მეხსიერების სივრცე, აგრეთვე უფრო სწრაფი Intel Core i5 პროცესორი. თუმცა ამ შედარებით მძლავრი მოდელის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია. HP აცხადებს, რომ ლეპტოპი უკვე ხელმისაწვდომია შესაძენად თავის ინტერნეტ-მაღაზიაში, თუმცა მასზე ჯერ კიდევ რატომღაც მითითებულია სტატუსი „coming soon“. მოწყობილობა ფლობს რამოდენიმე ისეთ მახასიათებელს, რაც ნამდვილად შთამბეჭდავია ამ ღირებულების ლეპტოპისთვის. შესაბამისად, ხსენებული მოწყობილობა კონკურენტუნარიან ალტერნატივას წარმოადგენს ფასის ამ სეგმენტის სტანდარტული ლეპტოპებისთვის. სხვა მახასიათებლებიდან აღსანიშნავია 4 გიგაბაიტიანი ინტეგრირებული მეხსიერება, ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორი Intel HD Graphics 610, ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობად კი დასახელებულია 13 საათი. მოწყობილობა წარმოდგენილია ფრონტალური ფართოკუთხიანი ვებ-კამერით, ორი მიკროფონითა და ინტეგრირებული Bang & Olufsen დინამიკებით. ლეპტოპი გამოვა ფერის ორ ვარიანტად - ვერცხლისფერი და ლურჯი. HP Chroembook 15 - ეს ლეპტოპი კიდევ ერთი Chrome OS-მოწყობილობაა დიდი ზომის ლეპტოპებს შორის. გასულ წელს კი გამოვიდა Asus-ის 15-დუიმიანი Chromebook. 15-დუიმიან მოდელებს აგრეთვე ამზადებენ Acer და Lenovo. https://www.theverge.com/circuitbreaker/2019/4/18/18488103/hp-chromebook-15-google-chrome-os-pricing-features-release-date Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.