Jump to content

Genesis-ის მინიატურული ელექტრომობილი სამომავლო საქალაქო პირობებისთვის


Recommended Posts

Genesis - ეს არ არის საყოველთაოდ ცნობილი ბრენდი, თუმცა კომპანია აქტიურად აგრძელებს თავისი ყველაზე კაშკაშა კონცეპტების დემონსტირებას ამერიკულ ავტოსალონებში. გასულ წელს გამოვიდა Genesis Essentia, მთლიანად ელექტრო კუპე, რომელიც მინის რეტრო-ფუტურისტული სახურავითაა წარმოდგენილი. მიმდინარე წელს კი გამოვიდა კონცეპტი Mint - საქალაქო მსუბუქი ელექტრომობილი, რომელსაც სახელწოდებიდან და ფოტოებიდან როგორც ვხედავთ, პიტნისფერი, ღია მწვანე შეფერილობა აქვს. 

image.png 

ეს საქალაქო ავტომობილი გათვლილია იმაზე, რომ მჭირდოდ დასახლებული ქალაქების ცენტრებში ვიწრო მოსახვევბსა და გადატვირთულ გზებზე გამარტივდეს მანევრირება. მანქანა ორკარიანი და გაბარიტებში შემცირებული სედანის ტიპისაა, თუმცა არ აქვს ტრადიციული ტიპის საბარგული. მის ნაცვლად წარმოდგენილია .. „ამანათების თარო“ (parcel shelf), რომელიც პერიოდულად გამოყენებისთვისაა განკუთვნილი 

image.png 

ავტომობილის დებიუტი შედგა მიმდინარე კვირაშ ნიუ-იორკის საერთაშორისო ავტოსალონში. Mint-ის კომერციულ წარმოებაში ჩაშვება ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის. ავტომწარმოებელი ურადღებას ამახვილებს დეტალებზე და აღნიშნავს, რომ ელექტრომობილში განთავსებულ ბატარეას შეუძლია უზრუნველყოს 200 მილი მანძილის დაფარვა და ხელმისაწვდომი 350 კილოვატიანი სწრაფი დატენვა. 

კომპაქტური ზომა - აი, ეს არის Mint-ის მთავარი მომგებიანი მხარე. გარეგნული დიზაინიდან გამომდინარე, იგი საკმაოდ სპორტულად გამოიყურება. ავტოსალონზე წარდგენისას მას ავტომწარმოებელმა “Mini”- უწოდა 

Genesis თავის Mint-კონცეპტს უწოდებს ახალ სატრანსპორტო ტიპოლოგიას“, რამდენადაც ორკარიანი სპორტული ელექტრომობილები ამჟამად ბაზარზე საკმაოდ ცოტაა. 

image.png 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.