Jump to content

Ubisoft უფასოდ გასცემს Assassin’s Creed Unity-ს და ნახევარ მილიონ ევროს შესწირავს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენას


Recommended Posts

15 აპრილს მთელმა მსოფლიომ იხილა, როგორ განადგურდა საფრანგეთის ერთ-ერთი სიმბოლო - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. ქვეყნის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ განაცხადა აღსადგენი ხარჯების შეგროვების შესახებ და ერთ-ერთი პირველი მსურველი კომპანია Ubisoft აღმოჩნდა. 

image.jpeg 

კომპანიამ განაცხადა, რომ ნახევარ მილიონ ევროს გაიღებს სარესტავრაციო სამუშაოებისთვის, აგრეთვე მსურველებს შესთავაზა უფასოდ მიიღონ Assassin’s Creed Unity-ის PC-ვერსია  (იხ. ბმული) 

 საქმე ის გახლავთ, რომ ამ თამაშში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი შექმნილი და წარმოდგენილია შესანიშნავი სიზუსტით და Ubisoft-მა ჩათვალა, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი ყველა მსურველს მიეცემა საშუალება - ვირტუალურად მაინც დაათვალიერონ ეს სილამაზე. თამაშის უფასო მიწოდება გაგრძელდება 25 აპრილამდე. 

უნდა აღინიშნოს, რომ Assassin’s Creed Unity-ში წარმოდგენილი ტაძრის ვირტუალური ასლი შესაძლოა გამოყენებულ იქნას ნამდვილი ნოტრ-დამის აღსადგენად, რომელმაც კონტურები მთლიანად დაკარგა. თამაშის შექმნისას სტუდია Ubisoft Montreal-ის მხატვრებმა და დიზაინერებმა უამრავი დრო და რესურსი დახარჯეს, ათა მოეხდინათ ტაძრის კედლების, ფასადის, სახურავისა და შიდა ინტერიერის დეტალური სკანირება. 

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

ამ ნიუსის გადატანა თამაშების ნიუსების განყოფილებაში ჯობია, იქ ზუსტათ ჯდება თემატიკის მიხედვით, ნუ ქართულათ ახალ ამბებში

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.