Jump to content

Microsoft-ი ტექნოლოგიის სწრაფ განვითარებას ადამიანთა უფლებებისთვის სახიფათოდ მიიჩნევს


Magdalena

Recommended Posts

სახის ამოცნობის სისტემები დღესდღეობით უკვე ინერგება აეროპორტებში, სავაჭრო ცენტრებსა და დიდი ქალაქების ქუჩებშიც კი. სამართალდამცავი ორგანოები ამგვარ სისტემებს ძირითადად ყიდულობენ ისეთი მსხვილი კომპანიებისაგან, როგორიცაა მაგალითად Amazon-, რის გამოც ასეთი კომპანიები მწვავე კრიტიკის ქვეშ ექცევა. სტენფორდის უნივერსიტეტში წაკითხულ ლექციაზე კომპანია Microsoft-ის პრეზიდენტმა ბრედ სმიტმა განაცხადა, რომ მცირე ხნის წინ მას მოუწია პოლიციისათვის უარი ეთქვა - დაენერგა მათი სისტემა პოლიციის ავტომობილებში. ამ უარისათვის კომპანიას მთელი რიგი მიზეზები ჰქონდა. 

image.jpeg 

სმითის აზრით ტექნოლოგიის სწრაფი განვითარება სამართალდამცავ ორგანოებს ეხმარება განახორციელონ ადამიანებზე ტოტალური თვალთვალი. რა საკვირველია, ტექნოლოგია ხელს უწყობს დამნაშავეების პოვნასა და დაკავებას, მაგრამ მას მარტივად შეუძლია ადამიანთა უფლებების დარღვევა. 

Microsoft-ის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ყველაზე ხშირად ხელოვნური ინტელექტი სახის ამოცნობას სწავლობს თეთრკანიანი ადამიანების ფოტოების საფუძველზე. ამას შესაძლოა მოყვეს ის, რომ პოლიცია უფრო ხშირად დაკითხავს იმ პირებს, რომლებსაც სისტემა საეჭვოდ ჩათვლის სისტემური ხარვეზის შედეგად. და ეს მხოლოდ დასაწყისია - ტექნოლოგია შესაძლოა გავრცელდეს დიდი ქალაქების მთელ ტერიტორიაზე და მასიურად დაირღვეს კონფიდენციალურობა. 

სადამდე შეიძლება ამან ვითარება მიიყვანოს - ამის კარგი მაგალითია ჩინეთი. აქ სახის ამომცნობი ტექნოლოგია სკოლებშიც კი არის დანერგილი და ხშირად მუშაობს, როგორც სოციალური რეიტინგის სისტემა. მან უკვე გამოიღო ნეგატიური შედეგები - უამრავ ადამიანს ჩამოერთვა მგზავრობის უფლება. 

Microsoft- ყველაფერთან ერთად ტექნოლოგიაში დადებით მხარესაც ხედავს. კომპანიამ უარი თქვა პოლიციის მანქანებში იდენტიფიკაციის სისტემის დანერგვაზე, თუმცა დათანხმდა სახის ამომცნობი სისტემა ციხეებში განეთავსებინათ. კომპანიის აზრით ტექნოლოგიას სარგებელი ამ შემთხვევაში ნამდვილად აქვს - დახურულ სივრცეში, ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფზე თვალთვალისას იგი ხელს შეუწყობს წესრიგის შენარჩუნებას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.