Jump to content

კვლავ ერთად: Qualcomm და Apple შეთანხმდნენ დაასრულონ სამართლებრივი დავა


Magdalena

Recommended Posts

Qualcomm-მა და Apple-ა შეძლეს შეთანხმება, რომლის შედეგადაც შეწყდება სასამართლო დავა, რაც საპატენტო უფლებების დარღვევასთან იყო დაკავშირებული. შეთანხმება საშუალებას იძლევა მოიხსნას ყველანაირი შეზღუდვა Apple-ის მოწყობილობების გაყიდვაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიებმა ხელი მოაწერეს ახალ, ექვსწლიან სალიცენზიო ხელშეკრულებას. გარდა ამისა, Apple დათანხმდა გადაუხადოს Qualcomm-ს კომპენსაცია, რომლის ოდენობა არ გახმაურებულა. 

image.jpeg 

დღესდღეობით Apple ინოვაციების სამყაროში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს. კომპანიის მიერ წარმოებული მოწყობილობები და პროგრამული გადაწყვეტილებები მთელი მსოფლიოს მომხმარებლებს ფართო შესაძებლობებს წარუდგენენ. Apple-ის 100 ათასზე მეტი თანამშრომელი უწყვეტად მუშაობს ახალი პროდუქტების შექმნაზე. თავის მხრივ Qualcomm-ი ქმნის რევოლუციურ ტექნოლოგიებს და სიახლეები შეაქვს ციფრულ სამყაროში. 

კომპანიები გააგრძელებენ თანამშრომლობას მეხუთე თაობის ქსელის მხარდამჭერ მოწყობილობებზე. ეს პარტნიორობა განაპირობებს არსებით ცვლილებებს ქსელური კავშირის ტექნოლოგიაში, მოახდენს ახალი ეპოქის მოახლოების სტიმულირებას, წარმოაჩენს ახალ შესაძებლობებს სხვადასხვა სფეროშ, მათ შორის ინტერნეტ-ნივთებში, ტელემედიცინაში, ავტონომიური ტრანსპორტის წარმოებაში და ა.შ. 

შეგახსენებთ, რომ სან-დიეგოს ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა Qualcomm-ის სარჩელი და აღიარებულ იქნა სამი პატენტის დარღვევა Apple-ის მხრიდან. მანამდე კი მიუნხენის სასამართლომ Qualcomm-ის საჩივარის საფუძველზე გერმანიის ტერიტორიაზე აკრძალა iPhone-ის რამოდენიმე მოდელის გაყიდვა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.