Jump to content

რა კითხვის დასმა სურს ილონ მასკს სუპერმაღალი წარმადობის ხელოვნური ინტელექტისათვის


Recommended Posts

Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარ ლეკს ფრიდმენან ინტერვიუში განაცხადა, რომ სუპერმძლავრი ხელოვნური ინტელექტისთვის მის მიერ დასული უპირველესი კიხვა დაკავშირებული იქნება სიმულაციის თეორიასთან. ინტერვიუს მსვლელობისას საუბარი შეეხო მომავლის უპილოტო ტრანსპორტს, ფიზიკას, სიყვარულს, ბოლოს კი საუბარი მივიდა თემამდე - არის თუ არა ჩვენი სამყარო ვიღაცის მიერ შექმნილი ურთულესი კომპიუტერული სიმულაცია. 

image.jpeg 

„შესაძლოა თქვენ, ან ვინმე სხვამ ერთ დღესაც შექმნათ უმძავრესი ხელოვნური ინტელექტი. რომ გქონდეთ მისთვის ერთი კითხვის დასმის საშუალება, რას ჰკითხავდით? - დაინტერეს ფრიდმენი. 

გარკვეული პაუზის შემდეგ მასკმა განაცხადა: „რა არის სიმულაციის ფარგლებს გარეთ?“ 

თავისი იდეის შესახებ, რომ კაცობრიობა შესაძოა ცხოვრობდეს დიდ კომპიუტერულ სიმულაციაში, მასკმა ჯერ კიდევ 2016 წელს ისაუბრა. იდეის არგუმენტად მან მაგალიად მოიყვანა ვიდეოთამაშები - თუ როგორ სწრაფად ხდება თამაშების განვიარება. ჯერ კიდევ რამოდენიმე ათწლეულის წინ მელი მსოფლიო Pong-ს თამაშობდა - ეს იყო ერთ-ერთი პირველი სიმულაციური თამაში, სადაც ჩოგბურთის ბურთის ნაცვლად პატარა კვადრატი იყო გამოსახული. ჩვენ მხოლოდ რამოდენიმე წელი დაგვჭირდა, რათა ვესწავლა გამოგონებული სამყაროების ფოტორეალისტური სიმულაციების შექმნა. და რატომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვიღაცამ (ვინც აქაური/აქედან არაა) შექმნა კიდევ უფრო მოწინავე რეალისტური სიმულაცია, რომელშიც მე და თქვენ ვცხოვრობთ? 

თავდაპირველად ინტერვიუ ეძღვნებოდა თემას, თუ რამდენად გაუმჯობესებული იქნება მომავლის უპილოტო ავტომობილები, აგრეთვე შეეხნენ ნეირონული ქსელის გამოყენების საკითხს. საბოლოოდ საუბარი მივიდა იქამდე, ეს ნეირონული ქსელი როგორ შეიძლება იქცეს ბაზა უნივერსალური ხელოვნური ინტელექტის შექმნისათვის. 

„ეს ტექნოლოგია ძალიან სწრაფად გახდება ხელმისაწვდომი. შემდეგ მოგვიწევს გადავწყვიტოთ, რა გავაკეთოთ კიდევ. რაღა თქმა უნდა, თუკი საერთოდ გვექნება ასეთი შესაძლებლობა“ - განაცხადა მასკმა. 

ილონ მასკმა Tesla-სა და SpaceX-ის გარდა აგრეთვე დააარსა სტარტაპი Neuralink, რომლის მიზანსაც წარმოადგენს უნივერსალური კომპიუტერული ინტერფეისის შექმნა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ადამიანის ტვინის გაერთიანება კომპიუტერთან. გარდა ამისა, მასკი გამოვიდა ხელოვნური ინტელექტის შექმნის მარეგულირებელი წესების მხადამჭერად და განაცხადა, რომ ამ სფეროს კონტროლის გარეშე ადრე თ გვიან დიდ საფრთხეში აღმოვჩნდებით. 

ინტერვიუს მსვლელობისას მასკმა აღნშნა, რომ თუკი რეალობასა და სიმულაციას შორის განსხვავების შემჩნეა შეუძებელი გახდება, დიდი ალბათობით ვეღარც იმის გარკვევა იქნება შესაძლებელი - ჩვენი რეალობა სიმულაციურია თუ არა. 

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სუპერმძლავრი ხელოვნური ინტელექტი უახლოეს ათწეულში გაჩნდება. ასე, რომ მასკს მიეცემა შესაძებლობა - პირადად დაუსვას სისტემას თავისთვის საინტერესო კითხვა. 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.