Jump to content

Nikola Motors-ის off-road ელექტრომობილი - ე.წ. „მაღალსიჩქარიანი დემონი“


Recommended Posts

Nikola Motors - ეს არის სტარტაპი, რომელიც არა მარტო ქმნის ელექტრო ძრავებს, არამედ იყენებს მათ მძლავრ სატრანსპორტო საშუალებებში, რომელთა გამოყენების სურვილი ნამდვილად გაუჩნდებათ ექსტრემალებს. არიზონაში გამართულ ღონისძიებაზე Nikola-მ წარადგინა ორხიდიანი ე.წ. „dune buggy“, რომელიც off-road-ისთვისაა განკუთვნილი. მანქანის საწყისი ფასი 80 ათასი დოლარია და მისი კომერციული წარმოება 2021 წელს დაიწყება. 

image.png 

ელექტრომობილი უსაფრთხოა გარემოსთვის, მისგან არ ხდება მავნე ნივთიერებების გავრცელება. იგი მარტივად გადალახავს რთულ გზებს 35-დუიმიანი საბურავებისა და თითოეულ მათგანზე თითო ძრავის წყალობით. მძღოლი და მგზავრები დაცულნი არიან გარემოსგან, მანქანის სალონი სურვილის შემთხვევაში შესაძებელია გახდეს სრულიად იზოლირებული, იგი აღჭურვილია გათბობის, ვენტილაციისა და კონდენცირების სისტემებით.  მანქანის სალონში განთავსებულია 7-დუიამიანი ინსტრუმენტების კლასტერი და 13-დუიმიანი დისპლეი (ორივე მათგანი წყალგამძლეა IP68 სტანდარტის შესაბამისად).  

image.png 

590 ცხენის ძალის სიმძლავრის ფონზე ცოტა თუ დაუთმობს დიდ ყურადღებას დისპლეის უდაბნოში მოგზაურობის დროს. Nikola აცხადებს, რომ ხსენებულ მანქანას შეუძია 0-დან 60 მილი სიჩქარე განავითაროს 4 წამში. ელექტრომობილი შეძებს 150 მილის გავლას ერთ დატენვაზე 125 კილოვატიანი ბატარეის წყალობით. ასევე, მანქანას შეუძლია გამოსაბმელი ბაგირით („ბუქსირით“) გაწიოს 3 ათასი ფუნტი ტვირთი (დაახლოებით 1,360 კგ) და ნახევარი საათი გაძლოს ერთ მეტრამდე წყალში. 

image.png 

არსებობს რამოდენიმე ეჭვი, განსაკუთრებით ბატარეის კუთხით. როგორც ცნობილია, Tesla-ს ყველაზე ძირადღირებულ მოდელებშიც კი განთავსებული 100 კილოვატიანი აკუმულატორები, სხვა ელექტრომობილებშ კი - მასზე ნაკლები სიმძლავრის. როგორ აპირებს Nikola სეთი სიმძლავრის ბატარეის განთავსებას პატარა კოლოფში ჯერჯერობით უცნობია და წარმოუდგენელი. ასეთი მაღალი ფასი, მანქანის დიდი წონა (5250 ფუნტი) და გამოსვლის თარიღად 2021 წელი - გარკვეული პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძევა. 

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი თამამი გადაწყვეტილების სანდოობას ხაზს უსვამს ის, რომ ღონისძებაზე Nikola-ს ელექტრომობილმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. კომპანია ასევე მუშაობს off-road ელექტრომანქანის ვერსიაზეც, რომელიც სამხედრო მიზნებისთვის იქნება ხელსაყრელი. ელექტრომობილის კონსტრუქციის შემუშავებაზე უამრავი ენერგია დაიხარჯა. 

ელექტრომობილთან დაკავშირებით მიიჩნევა, რომ მთავარ ბარიერს მისი ფასი წარმოადგენს, თუმცა ეს მანქანა გეგმის მხოლოდ ერთი ნაწილია. 

image.png 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.