Jump to content

AMD 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოუშვებს საიუბილეო ჩიპ Ryzen 7 2700X-სა და ვიდეო ბარათს Radeon RX 590


Recommended Posts

2019 წლის 1 მაისს კომპანია Advanced Micro Devices-ს 50 წლის იუბილე ექნება. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად კომპანია რამოდენიმე სიახლეს ამზადებს. საუბარი ეხება პროცესორ Ryzen 7 2700X 50th Anniversary Edition-ს, ასევე ვიდეო ბარათს Sapphire AMD 50th Anniversary Edition Nitro+ Radeon RX 590. 

image.jpeg 

სამწუხაროდ, იმის გარდა, რომ ჩიპთან ერთად წარმოდგენილი იქნება ქულერი Wraith Prism განათებით, პრაქტიკულად არაფერია ჯერჯერობით ცნობილი თავად პროცესორზე. უცნობია, რით იქნება იგი განსხვავებული უკვე არსებულ Ryzen 7 2700X ვერსიისაგან. პროცესორზე წინასწარი შეკვეთების მიცემა (რომელიც გაყიდვაში 30 აპრილს გამოვა) შესაძლებელია 340,95 აშშ დოლარად, რაც საკმაოდ მაღალი ფასია საბაზრო ღირებულებასთან შედარებით. ანონსშ არ არის მითითებული ტაქტის სიხშირეები, რომლებზეც მუშაობს ახალი ჩიპი, ამიტომ ეს საკითხი ჯერ ისევ ღიაა. დიდი ალბათობით, პროცესორს არ ექნება რაიმე განსაკუთრებული ცვლილებები, ვთქვათ ბირთვების გაზრდილი რაოდენობა ან მეტი ქეშ-მეხსიერება. 

რაც შეეხება ზემოთხსენებულ ვიდეო ბარათს, მისი წინასწარი შეკვეთა შესაძებელია 299,90 ევროდ.  

image.jpeg 

წარმოდგენილი ვიდეო ბარათი გამოიყურება ისეთივე სტილში, როგორებიცაა Sappire სერიის ბოლო დროის მოწყობილობები. მაგალითად, აქვს ქულერი Dual-X, რომელსაც კომპანია დიდი ხანია იყენებს. ბარათი მოყვითალო-ოქროსფერია და ამით განსხვავდება სხვა ვიდეო ბარათებისაგან, რომლებიც უმეტესად შავ ან ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი. ამჟამად ცნობილია, რომ მასში განთავსებულია ორი 8-მილიმეტრიანი და ორი 6-მილიმეტრიანი სითბური მილი, ისევე როგორც სტანდარტული ვერსიის Nitro+ RX 590 ბარათში. უკანა პანელი დამზადებულია ალუმინისგან, იგი გამოიყენება პასიური გაგრილებისათვის, აგრეთვე ბარათს სიმყარეს სძენს. აქტიურ გაგრილებას უზრუნველყოფს ორი 95-მილიმეტრიანი ვენტილატორი. ბარათზე ხელმისაწვდომია ინტერფეისი DVI, ასევე ორი HDMI და DisplayPort. დამატებითი კვებისათვის განკუთვნილია 6- და 8-პინიანი კონექტორები. 

image.jpeg 

ვიდეო ბარათს აქვს Zero DB Cooling ტექნოლოგიი მხარდაჭერა, რომელიც ავტომატურად რთავს ვენტილატორებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გრაფიკული პროცესორის ტემპერატურა გადააჭარბებს განსაზღვრულ ნიშნულს. თითოეული ვენტილატორი დამაგრებულია მხოლოდ ერთი ხრახნით, რაც უზრუნველყოფს საჭიროების შემთხვევაში მათ ადვილად და სწრაფად გამოცვლას. 

image.jpeg 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.