Jump to content

“Cassini”-მ დაადასტურა ღრმა, ათასწლოვანი ტბების არსებობა სატურნის თანამგზავრზე


Recommended Posts

დედამიწასა და სატურნის თანამგზავრ ტიტანს ერთი მნიშვნელოვანი მსგავსება აქვთ - ორივე მათგანზე, განსხვავებით მზის სისტემის სხვა ობიექტებისგან, არის თხევადი ტბები და ზღვები. ჩვენს პლანეტაზე ისინი სავსეა მტკნარი ან მლაშე წყლით, ტიტანზე კი ისინი მეთანისა და ეთანისაგან შედგება, რომელთა ტემპერატურა -170-180 გრადუს ცელსიუსია. მცირე ხნის წინ მეცნიერთა ორმა გუნდმა შეისწავლა აპარატ Cassini-სგან მიღებული მონაცემები და აღმოჩენილ იქნა ტიტანის საინტერესო მახასიათებელი: თანამგზავრზე არის აა მარტო მცირე ზომის ტბები, რომლებიც მალე შრება, არამედ არის ღრმა აუზებიც, რომლებიც ათასობით წლის წინ ჩამოყალიბდა. 

image.jpeg 

მცირე ზომის ტბების შესწავლით დაკავებული იყო მეცნიერთა ჯგუფი შენონ მაკენზის ხელმძღვანელობით. მკვლევარები მუშაობდნენ მონაცემებზე, რომელიც მოპოვებულ იქნა სპექტრმზომ VIMS-ისა და ინსტრუმენტ Imaging Science Subsystem-ის მეშვეობით. სამი პატარა ტბა, რომელსაც ისინი ზამთრის პერიოდში აკვირდებოდნენ, გაზაფხულზე უკვე გაქრა - ესნი იყო პატარა ტბორები, რომლებიც აორთქლდა. წყლის არხების აღმოჩენა, რომლებითაც შესაძლოა ტიტანის პატარა ტბები იკვებებოდეს, Cassini- ვერ შეძლო მათი მცირე ზომის გამო. 

მეცნიერთა მეორე ნაწილმა კი შეისწავლა ღრმა ტბები ინსტრუმენტ RADAR-ის მიერ მოპოვებული ცნობების საფუძველზე. კონკრეტულა ეს ცნობები მიღებულ იქნა Cassini-ს ტიტანთან მიახლოებისას 2017 წლის აპრილში. ეს ღრმა წყალსაცავები (დაახლ. 100 მეტრი) ძირითადად მეთანისაგან შედგება, ტიტანის უდიდესი ტბა ონტარიო კი (სამხრეთ ნახევარსფეროში) თანაბარი რაოდენობის მეთანისა და ეთანისაგან არის შედგენილი. თანამგზავრის ლანდშაფტი იმაზე მეტყველებს, რომ ეს ტბები ათასობით წლის წინ შეიქმნა და კვლავ აგრძელებენ მოცულობაში ზრდას ძლიერი წვიმებისა და მინიმალური გადინების წყალობით. 

„ყოველ ჯერზე, როდესაც ტიტანზე რაიმე ახალ აღმოჩენას ვაკეთებთ, იგი კიდევ უფრო ამოუცნობი ხდება. თუმცა, აღმოჩენები საშუალებას გვაძლევს პასუხი გაეცეს უამრავ კითხვას და შევიცნოთ თანაგზავრის ჰიდროლოგია“ - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 

მომავალში NASA აპირებს ტიტანზე გაგზავნოს წყალქვეშა ნავი, რომელიც დაეშვება ზღვის ფსკერისაკენ. 2018 წელს უკვე ჩატარდა ცდა და გამოიყენეს მეთანითა და ეთანით სავსე ავზი. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.