Jump to content

საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი: ბლოკჩეინი სახელისუფლებო პრიორიტეტს წარმოადგენს


Recommended Posts

საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსების მინისტრმა Bruno Le Maire-მ განაცხადა, რომ ბლოკჩეინ-ტექნოლოგია მისი ქვეყნის ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. Le Maire ამ განცხადებით გამოვიდა ფრანგულ ჟურნალ Capitan-თან ინტერვიუში Paris Blockchain Week Summit-ამდე ერთი დღით ადრე. 

იმის დასამტკიცებლად, რომ საფრანგეთი დაინტერესებულია მზარდი სექტორით, Le Maire-მ განაცხადა, რომ ხელისუფლება გეგმავს ჩადოს 4,5 მლრდ ევროს ოდენობის ინვესტიცია ინოვაციებში, მათ შორის ბლოკჩეინშიც. ამის მიზეზს კი წარმოადგენს ტექნოლოგიებში აშშ-ისა და ჩინეთის დომინირება. 

image.pngდაფინანასების პარალელურად მინისტრმა ხაზი გაუსვა ბლოკჩეინის რეგულირების პროგრესს PACTE Act-ის მეშვეობით, რომელიც მიმდინარე კვირაში იქნა მიღებული საფრანგეთს ეროვნული ასამბლეის მიერ. 

ინტერვიუს დროს Le Maire-მ კანონპროექტი, პაქტი დაახასიათა, როგორც „უპრეცედენტო და მიმზიდველი ბაზა ტოკენებისა და ციფრული აქტივების გამომშვებ-მიმღებთათვის“. 

მინისტრის თქმით, ხელისუფლებამ განსაზღვრა ახალი მიმართულება ბლოკჩეინთან დაკავშირებულ პოლიტიკაში. ცნობილია, რომ გეგმები მოიცავს ბლოკჩეინის დანერგვას საფრანგეთის საწარმოო სექტორებში, აგრეთვე მოიცავს ინოვაციური ბლოკჩეინ-პროექტების ფინანსირებას და ამ პროექტების მხარდაჭერას უფლებრივ და ნორმატიულ საკითხებში. 

Le Maire-ს აზრით, გადასახადების კრიპტო-ტექნოლოგია საფრანგეთს უზრუნველყოფს საიმედო და გამჭვირვალე სისტემით, რაც დამახასიათებელია ახალი სექტორისათვის. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის დეკემბერში ფრანგმა კანონმდებლებმა უარყვეს  ფინანსური კანონპროექტი, რომელსაც შეეძლო გადასახადების საკითხის შემსუბუქება კრიპტო-მომხმარებლებისთვის. 

მინისტრმა დადებითად შეაფასა ICO-ს (initial coin offerings) ბაზრის შემცირება: განაცხადა, რომ ეს აუცილებელი იყო სექტორის სიჯანსაღისთვის და ვარდნა „არ ამცირებს ახალი შემოთავაზებული ფინანსირების პოტენციალსა და სარგებელს“. 

ფინანსური სისტემის შუამავლების გარეშე მოქმედ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების (CBDCs) პერსპექტივებზე Le Maire-მ გამოხატა დარწმუნებულობა, რომ ასეთი „პროექტი არ არის მომწფებული ახლოვადიან პერსპექტივაში“ და უამრავი უფლებრივ-სამართლებრივი და ტექნიკური საკითხი რჩება მოსაგვარებელი საყოველთაო, ხელმისაწვდომ CBDC-სთან დაკავშირებით. 

მან ასევე ხაზი გაუსვა ბლოკჩეინის პროტოკოლების საჭიროებას უფრო ენერგოეფექტური მექანიზმების განვითარებისა და კრიპტოებით გაადვილებული ფულის გათეთრებისგან ფინანსური სისტემის დაცვისათვის. 

მიმდინარე კრიპტო-დებატებზე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარემ გამოთქვა აზრი, რომ აიკრძალოს ანონიმურობაზე ორიენტირებული კრიპტოვალუტები, როგორებიცაა monero (XMR) და zcash (ZEC). 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.