Magdalena

Samsung-ის ახალი ფლაგმანი იქნება Galaxy Note 10 Pro

Recommended Posts

სულ ახლახანს გამოსული ფლაგმანური Galaxy S10 სმარტფონები ფაქტობრივად უკვე ძველ ამბად ითვლება. საინტერესოა, რას შემოგვთავაზებს Samsung-ი შემდეგში, პირველ რიგში კი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სამომავლო მაღალფასიანი სეგმენტის მოწყობილობები. მიმდინარე წლის მეორე ნახევრისთვის მოსალოდნელია Galaxy Note 10 სმარტფონების სერიის გამოსვლა. როგორც წესი, წინასწარი ინფორმაციის გაჟნვა ხდება ხოლმე ანონსსა და გაყიდვამდე რამოდენიმე თვით ადრე. უმეტეს შემთხვევებში ადრეული ინფორმაციის წყაროა Twitter-ის მომხმარებელი, მეტსახელად Ice Universe. 

ჩვეულებრივი Galaxy Note 10 მოდელების გარდა წელს წარმოდგენილი იქნება უფრო ძვირადღირებული სმარტფონი Galaxy Note 10 Pro. ასევე, Galaxy Note სერია გაფართოვდება არაერთი ახალი მოწყობილობით. 
image.jpeg 

პრეფიქსი „Pro სმარტფონებში როგორც წესი აღნიშნავს საუკეთესოთა შორის საუკეთესოს. თუმცა Galaxy Note სერიის ყველა მოწყობილობა ისედაც ძალიან კარგია. როგორც ჩანს, მომავალ სერიაშ წარმოდგენილი იქნება კიდევ უფრო კარგი მოდელები. ცნობები ვრცელდება Galaxy Note 10e მოდელზეც - ეს იქნება უფრო კომპაქტური ვარიანტი და იგი Galaxy Note 10 სერიის სხვა სმარტფონებზე იაფი ეღირება. 

ამგვარად, ამჟამად არსებული ცნობების მიხედვით გამოვა სამი სმარტფონი: Note 10e, Note 10 და Note 10 Pro. Galaxy S 10 სერიაშიც სამი სმარტფონია შესული, თუმცა უფროსი მოდელის სახელში ფიგურირებს Plus  Pro-ს ნაცვლად.  
საჭიროა ყურადღების გამახვილება 5G ქსელის მხარდაჭერის არსებობა/არარსებობის საკითხზეც. შესაძოა Galaxy Note 10 Pro-ს ჰქონდეს 5G მხარდაჭერა და საირო არ გახდეს სერიაში მეოთხე სმარტფონის გამოშვება. 
image.jpeg 

წინასწარი ინფორმაციით, კომპაქტური მოდელის ეკრანი 6,28 დუიმიანი იქნება, მისი მომდევნო სმარტფონების კი - 6,4 და 6,75. Pro ვერსიის მეხსიერების მოცულობა 12/512 გიგაბაიტი იქნება, დანარჩენი ორის - 8 და 10 გიგაბაიტი (არაოფიციალური ცნობები). 

რა საკვირველია, განსხვავებული იქნება კამერებიც, თუმცა ყველაზე იაფ სმარტფონსაც კი სამი ძირითადი კამერა ექნება, Pro მოდელს კი - სავარაუდოდ ოთხი. ფასის მხრივ კი სამომავლო სმარტფონები Galaxy S მოდელებზე გაცილებით ძვირადღირებული იქნება. 

 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now