Jump to content

Intel-ი წარადგენს სამ Xeon Gold U პროცესორს, რომელთა ფასები 1000 დოლარიდან იწყება


Recommended Posts

ამერიკულმა კომპანია Intel-მა რამოდენიმე კვირის წინ წარადგინა ახალი Xeon-სერიის პროცესორები, 56-ბირთვიანი მოდელის ჩათვლით. როგორც ამჟამად გაირკვა, კალიფორნიული გიგანტი ამზადებს კიდევ ერთ სერიას, სახელად  Xeon Gold U და ამ სერიის არმომადგენლები კონკურენციას გაუწევენ AMD-ის Epyc P სერიას. 

მზადებაში არსებული პროცესორების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი იქნება მრავალსოკეტიანი კონფიგურაციების შექმნის შესაძლებლობის არარსებობა. ამჟამად გავრცელებულია მხოლოდ სამი მოდელის მონაცემები: 

                                               Xeon Gold 6212U                Xeon Gold 6210U         Xeon Gold 6209U 

არქიტექტურა                            Skylake                           Skylake                          Skylake 

სოკეტი 

LGA 3647 

LGA 3647 

LGA 3647 

ბირთვი / ნაკადი 

24 / 48 

20 / 40 

20 / 40 

საბაზისო სიხშირე 

2.4 გჰც 

2.5 გჰც 

2.1 გჰც 

მაქსიმალური სიხშირე 

3.9 გჰც 

3.9 გჰც 

3.9 გჰც 

ქეშ-მეხსიერება 

35.75 მბ 

27.5 მბ 

27.5 მბ 

TPD 

165 ვტ 

150 ვტ 

125 ვტ 

მეხსიერების სიჩქარე 

DDR4-2933 

DDR4-2933 

DDR4-2933 

ტექნოპროცესი 

14nm++ 

14nm++ 

14nm++ 

ფასი 

2000 აშშ დოლარი  

1500 აშშ დოლარი 

1000 აშშ დოლარი 

როგორც ჩანს, ტექნიკური კუთხით ახალი მოდელები ბევრი არაფრით განსხვავდებიან. სამეულიდან „უფროსი“ მოდელი იქნება Xeon Platinum 8260-ის ასლი მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მას არ ექნება ინტერფეისი Ultra Path Interconnect. ეს უკანასკნელი (UPI) საშუალებას იძლევა რამოდენიმე პროცესორი გაერთიანდეს ერთ სისტემაში. უნდა ითქვას ისიც, რომ სამივე მოდელი თითქმის ორჯერ იაფი გამოდის, თუკი შევადარებთ Ultra Path Interconnect ინტერფეისის მქონე მოდელებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.