Jump to content

NASA-მ ასტეროიდთან დაკავშირებული მისიისთვის SpaceX აირჩია


Recommended Posts

ილონ მასკის კომპანიამ მოიგო NASA-ს კონტრაქტი კოსმოსურ მისია DART-ში ჩართვისთვის. მისიის მიზანია ისტორიაში პირველად მოხდეს მცდელობა და შეცვალონ ასტეროიდის მოძრაობის ტრაექტორია. როგორც ცნობილი გახდა, აეროკოსმოსურმა სააგენტომ SpaceX იმიტომ აირჩია, რომ ამ უკანასკნელმა შესთავაზა თავისი მომსახურება სხვა პოტენციურ შემსრულებლებზე იაფად. პროექტ Double Asteroid Redirection Test-ის (DART) კოსმოსური აპარატის გაშვება დაგეგმილია 2021 წლის ივნისში და იგი განხორციელდება აშშ-ის საჰაერო სამხედრო ძალების ბაზიდან (ვანდერბერგი, კალიფორნია). 

image.jpeg 

ასტეროიდებისგან თავდაცვისა და მათ შესწავლის მიზნით NASA-მ ორი წლის წინ ჩამოაყალიბა პლანეტარული თავდაცვის საკოორდინაციო ორგანიზაცია (Planetary Defense Coordination Office, PDCO). ორგანიზაციის ფარგლებში ხდება ისეთი ასტეროიდებისა და კომეტების ძიება და მათი კატალოგში შეყვანა, რომლებიც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ ჩვენი პლანეტისთვის. სწორედ ეს ორგანიზაცია დაგეგმავს და გაუწევს კოორდინირებას ასტეროიდის ჩამოშორების ოპერაციას. 

DART - ეს არის ექსპერიმენტი, რომელიც მიმართულია იმისაკენ - გაირკვეს, რამდენად რეალურია ამგვარი ოპერაციის განხორციელება  საშუალო ზომის ასტეროიდისთვის მიმართულების შეცვლა. მისიისთვის არჩეულ იქნა ასტეროიდი “დიდიმი“, რომელიც 800 მეტრის სიგრძისაა. მას აგრეთვე საკუთარი პატარა, 150-მეტრიანი თანამგზავრიც ჰყავს. ეს ორი ობიექტი დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ისინი პროექტის სამიზნეა მოძრაობის ტრაექტორიის შესაცვლელად. გარკვეული პერიოდი პროექტი არსებობდა მხოლოდ კონცეფციის სახით, 2017 წელს კი NASA-ს ხელმძღვანელობამ დაადასტურა პროექტი და ნება დართო გადასულიყო შემდეგ ფაზაში - პროექტირების ეტაპზე. 

image.jpeg 

მუშაობა ხორციელდება ჯონ ჰოპკინსის სახელობის გამოყენებით ფიზიკის უნივერსიტეტის სპეციალისტების ძალისხმევით. პროექტის ფარგლებში იგეგმება ასტეროიდ „დიდიმისკენ“ გაემართოს დაახლოებით 500-კილოგრამიანი, ელექტრო ძრავის მქონე კოსმოსური აპარატი. დაგეგმილია აპარატის ასტეროიდთან შეჯახება 6 კმ/სთ სიჩქარით, რითიც შეიცვლება ობიექტის მოძრაობის ტრაექტორია. მიზნის მიღწევისთვის კოსმოსურ კამიკაძე-აპარატს მოუწევს გადალახოს 11 მილიონი კილომეტრი.  

პროექტი საერთო ღირებულება 69 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ თანხის ძირითადი ნაწილი, 61 მილიონი მიმართული იქნება SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ის გაშვების ორგანიზებაზე, რაც მნიშვნელოვნად ნაკლები ფასია, რასაც ჩვეულებრივ ითხოვს ხოლმე NASA-სგან კერძო კომპანია (ერთ გაშვებაზე 100 მლნ დოლარი). 

კოსმოსური აპარატისა და ასტეროიდის შეჯახების მომენტში მეცნიერებს სურთ გაზომონ კინეტიკური ენერგიის გადაცემა, აგრეთვე განახორციელონ მონიტორინგი ასტეროიდის სამოძრაო ორბიტას ცვლილებებზე. 

SpaceX  სიამაყით აგრძელებს NASA-სთან წარმატებულ პარტნიორობას მნიშვნელოვანი პლანეტათშორისი მისიის მხარდაჭერისათვის. ეს შეთანხმება ხაზს უსვამს NASA-ს დარწმუნებულობას Falcon 9-ის შესაძლებლობებში და აკისრებს მას მნიშვნელოვანი მისიის შესრულების პასუხისმგებლობას“ - განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა Gwynne Shotwell-მა. 

კოსმოსური აპარატი ასტეროიდამდე მიაღწევს 2022 წლის ოქტომბერში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.