Magdalena

Huawei მზად არის Apple-ს საკუთარი წარმოების 5G ჩიპები მიაწოდოს

Recommended Posts

სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei Technologies Co. Ltd  მზად არის განახორციელოს 5G ჩიპების მიწოდება Apple-ის სმარტფონებისთვის. სიახლის შესახებ განაცხადა ჩინური კომპანიის პრეზიდენტმა Ren Zhengfei-მ. 

პრეზიდენტთან ინტერვიუში გაჟღერდა, რომ კომპანია განიხილავს შესაძლებლობას - 5G მობილური ჩიპები სხვა იმ კომპანიებს მიაწოდოს, რომლებიც დაკავებულნი არიან სმარტფონების წარმოებით. ამგვარი მიდგომა სიახლეა Huawei-ს სტრატეგიაში, რადგანაც ამ დრომდე ჩინური მწარმოებელი არ აპირებდა გადაეცა 5G პები სხვებისთვის. 

image.jpeg 

გაჟღერდა ცნობა, რომ Apple-ს შესაძოა პრობლემები შეექმნას მომავალ წელს 5G iPhone-ის გამოშვებასთან დაკავშირებით. ეს პრობლემა დაკავშირებულია Apple-სა და Qualcomm-ს შორის იურიდიულ ომთან. ამასთან, გასულ კვირაში გავცელდა ინფორმაცია, რომ Intel- ვერ ასწრებს ორგანიზება გაუკეთოს საკმარისი რაოდენობის 5G ჩიპების წარმოებას. ამ ყველაფერმა კი სავსებით შესაძებელია Apple-ს უბიძგოს ახალი მომწოდებლის ძებნისაკენ, რომელიც შეძლებს დაგეგმილის რეალიზებას საჭირო დროში. 

თუკი კომპანიებს შორის პოტენციური გარიგება განხორციელდება, არ არის გამორიცხული, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ ხელი შეუშალოს მოვლენების ამგვარად განვითარებას. უპირველეს ყოვლისა, ეს დაკავშირებულია გარკვეული პერიოდის წინ Huawei-ს მისამართით გაკეთებულ ბრალდებასთან, კერძოდ, მისი მოწყობილობების უსაფრთხოებასთან. ნებისმიერ შემთხვევაში, Huawei-ს მზადყოფნა - დაიწყოს 5G ჩიპების მიყიდვა გარე კომპანიებისთვის, მნიშვნელოვნად იმოქმედებს ბაზარზე: Qualcomm-სა და Intel-ს სერიოზული კონკურენტი დაემატება, რომელმაც შესაძლოა მომავალში მიმართულების ლიდერობაში ცვლილებები შეიტანოს. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now