Jump to content

პრაქტიკული გაიდი GTL Reference ტვიკინგისთვის


westsider

Recommended Posts

By სოსო

ნელნელა ვერკვევი

http://forum.xcpus.com/overclocking/12932-...king-guide.html

პრაქტიკული გაიდი GTL Reference ტვიკინგისთვის

ეს გაიდი პრაქტიკული თვალსაზრისით არის დაწერილი და თეორიული თუ გაინტერესებთ იხილეთ ეს ლინკები

http://www.edgeofstability.com/articles/df...5/gtl/gtl1.html

http://www.thetechrepository.com/showpost....amp;postcount=1

ბაზისები GTL Ref tweaking და განმარტებითი ლექსიკონი:

-GTL Ref voltage არის CPU VTT/vFSB პროცენტული მჩავნეებელი, ამდენად vFSB შეცვლა ბიოსში გამოიწვევს GTL Ref voltage შეცვლას ავტომატურად (დეფოლტია VTT-ს 67%)

-ყველა CPU აქვს განსხვავებული GTL Ref მნიშვნელობა და ასევე ყოველ FSB აქვს განსხვავებული GTL Ref მნიშვნელობა. ამდენად არ არსებობს ზუსტი ციფრები ამ ვოლტაჟებისთვის.

Requirement:

-საჭიროა მაზერი GTL Ref tweaking ფუნქციით BIOS-ში. უმჯობესია ერთზე მეტი GTL Ref შეცვლის ფუნქციის მქონე მაზერები. მაგალითად ASUS P5E3 Premium და GA-X38-DQ6 აქვთ ორ-ორი GTL Ref და ყველა 780i/790i აქვთ 4.

თითქმის ყველა P35 მაზერს აქვთ მხოლოდ ერთი GTL Ref ფუნქცია (გამონაკლისია DFI-ს რამოდენიმე მაზერი) ამიტომ არ გამოდგებიან Kentsfield/Yorkfield პროცესორების ტვიკინგისთვის (ოთხბირთვიანებია ორივე).

- საჭიროა დრო. საჭიროა მინიმუმ მთელი 7 დღე GTL Ref ტვიკინგისთვის და ამდენად 3 კვირა შეიძლება დაგვჭირდეს (2დღე/კვირაში ვიკენდებზე).

-საჭიროა ლიმიტირებული მამრავლით Core2 პროცესორები განსაკუთრებით ქუადები 8.5x და უფრო ნაკლებით. სწორედ ასეთ პროცესორებზე არის ძირითადად ორიენტირებული ეს გაიდი.

- საჭიროა კარგი გაგრილება. მთავარი მუღამი ამ გაიდის არის ქუადებზე ლიმიტირებული მამრავლით მაღალი FSB-ს დაჭერა სტაბილურად. ასეთი რაზგონისას საჭიროა კარგი გაგრილება. Kentsfield-ზე 3.8Ghz ზევით წყალი უკვე აუცილებელია. იგივე Yorkfield-ზე 4Ghz ზევით.

დევიწყეთ !

ნაწილი 1. BIOS-ის დალაგება :) ((ყველა BIOS შეიძლება არ ქონდეს შესაბამისი ფუნქციები ან სახელი იყოს განსხვავებული)

*უმჯობესია BIOS-ის განახლება სანამ აღნიშნულ პროცედურას დავიწყებთ*

1.გამორთე ნებისმიერი 'automatic overclocking' (A.I.) ფუნქცია BIOS-ში

2.PCI Express (PCIe) სიხშირე დააყენე @100-102Mhz

3.PCI სიხშირე @ 33Mhz (არ აგერიოთ PCIe-ში აგი სხვაა იგი სხვა :) )

4.Performance Level(PL)/tRP უნდა დაყენდეს - 8 ჩიპსეტებისთვის P35/X48/X38/P45

5.გამორთე ნებისმიერი ‘spread spectrum’

6.გამორთე ‘Limit CPUID Max to 3’

7.გამორთე ‘C1E’

8.გამორთე ‘EIST’

9.გამორთე Virtualization Technology

10.გამორთე No-Execute Memory Protect

11.გამორთე ნებისმიერი სხვა ფუნქცია რომელსაც არ იყენებ მაგალიტად Firewire, sound, WiFi... და ა.შ. (რაც ჩიპსეტს გრუზავს)

12.არ ჩართო არც ერთი speed enhancements ანუ აჩქარება და გაუმჯობესება.

ნაწილი 2. ოპერების დაყენება

** Gigabyte-ის BIOS-ში ფუნქციის გამსოაჩენად ‘M.I.T.’ აკრიფე კლავიატურაზე CTRL+F1**

ჩვენი მიზანია 480-500Mhz FSB ასე რომ RAM დივაიდერი FSB:RAM და სიხშირე ისე უნდა დაყენდეს რომ გაუძლოს ამ სიხშირეს

მათ შორის გასათვალისწინებელია ტაიმინგებიც და სუბტაიმინგებიც!

ნაწილი 3. ვოლტაჟები (ისევ ყველა BIOS-ში ვერ ნახავთ ანალოგიურ ფუნქციებს ან სახელი იქნება განსხვავბეული)

Kentsfield:

vFSB=1.3-1.7V (საწყისი 1.3V)

vCore=1.6V და vdroop-ის გამო დატვირტვაზე იქნება არაუმეტეს 1.58V (როგორც ხდავთ საჭიროა წყლის გაგრილება! :) )

GTL Ref=Manual

GTL 0/1(GTLREF1)=67%

GTL 2/3(GTLREF2)=67%

Yorkfield:

vFSB=1.2-1.55V (საწყისი 1.2V, ხოლო 1.4V ზევით წასვლა მოხერხდა მხოლოდ 2 საათიანი ტვიკინგის შემდეგ)

vCore=1.475V

GTL Ref=Manual

GTL 0/1(GTLREF1)=67%

GTL 2/3(GTLREF2)=67%

DFI მფლობელებისთვის, საჭირო იქნება კალკულატორი რათა გამოითვალო ფორმულით vFSB x GTL% = GTL Ref voltage

P35 vMCH=1.7V

X38/X48 vMCH=1.60V

P45 vMCH=1.5V (?)

ნაწილი 4. სიხშირისი კონტროლი

-Kentfield აქვს ლიმიტი 4Ghz დაუტვირთავად ტემპერატურით ~23C და წყლის გაგრილებით

-Yorkfields ლიმიტია ~4.4Ghz წყლის გაგრილებით

-ორივე ქუადზე ლიმიტია 480-500Mhz FSB

რადგან GTL Ref ტვიკინგი მოითხოვს დიდ დროს, ჩვენ დავიწყეთ ტვიკინგი მაღალი სიხშირეებიდან.

რეკომენდებულია დაწყება მულტიპლერით 8x (Kent/York):

475x8=3800Mhz

ასეთი სეთინგებით

ნაწილი 5. სტაბილურობის ტესტები (ანუ ტვიკინგი) !!!!

საჭირო პროგრამებია:

- CPU-Z

- Prime95

- OCCT

1.ჩართე Windows და გახსენი Task Manager

2.გაუშვი Prime95 და ტესტი ამოარჩიე 'Small FFT' ხოლო შემდეგ გაუშვი მხოლოდ 1 ბირთვი

3.Task Manager-ში პროცესებში ამოარჩევ prime95-ს და set affinity ამოარჩევ Core0

4.მიზანია 30 წუთი სტაბილური ტესტი თითო ბირთვზე დასაწყისში

5.თუ Prime95 ამოაგდებს ერორს მაშინ შევდივართ GTL Ref სექციაში BIOS-ში და ვცვლით GTLREF1(0/1) მნიშვნელობას

6.ვიმეორებთ 1-5 საფეხურებს (მართლა საათები შეიძლება წაიღოს ამ ტვიკინგმა პროგრამირების ენსავით არის ბრძანებები :D )

7.როცა ერთ ბირთვზე - Core0-ზე მიიღებ სტაბილურობას , გადადიხარ მეორეზე - Core1 და იმეორებ საფეხურებს 1-6 (და წავიდა...)

8.როცა გდავადივართ Core2 და Core3 მაშინ უნდა შევცვალოთ GTLREF2(3/4) და არა GTLREF1(0/1)

(ეხლა რა ხდება ათვლა საერთოდ კომპიუტერებში მიღებულია 0-დან და არა 1დან ამდენად Core2 არის რეალურად უკვე მე3 ბირთვი და Core3 - მეოთხე. ეს ერთი და მეორე Vtt ანუ terminating ანუ გათიშვის რეზისტორი ინტელის პროცესორებში 775 სოკეტზე მოთავსებულია on die ანუ თვთონ პროცესორის კრისტალში და არა მაზერბორდში. ხოლო 4 ბირთვიანი პროცესორები 775 სოკეტზე მიიღება ორი ცალი კრისტალის გაერთიანებით მაშინ როცა 2 ბირთვიანი პროცესორები ერთი მთლიანი კრისტალია ისევე როგორც 1366 სოკეტზე 4 ბირთვიანები ერთი მთლიანი კრისტალია და არა ორი 2 ბირთვიანი კრისტალის შეერთება. ამდენად ქუადებზე არის თითო კრისტალისთვის თითო რეზისტორი ჩაშენებული და შესაბამისად 0-1 ბირთვებზე ცალკე ვოლტაჟი ყენდება და 2-3 ბირთვებზე ცალკე).

9.ზოგჯერ GTLREF მნიშვნელობა არ არის იდეალური ორივე ბირთვისთვის რომელსაც ის აკონტროლებს (თითო ფუნქცია ხომ 0 და 1-ს ან 2-3ს აკონტროლებს ხოლო ტესტირება ცალცაკლე ხდება ანუ Core0-ისთვის კარგი მნშიშვნელობა არ ვარგა Core1-ისთვის და პირიქით) ამ შემთხვევაში ირჩევ ისეთ მნიშვნელობას რომელზეც ორივე ბირთვი ყველაზე კარგად ანუ ხანგრძლივად უძლებს ტესტს.

(ამდენად ჩემის აზრით ჯობია Core0 და Core1-ისთვის GTL Ref მნიშვნელობა ერთად დაიტესტოს Prime95-ში და არა ცალცალკე თუ მაინც მერე გასასწორებელი გვექნება ისეთ მნიშვნელობაზე რომელიც ორივეს მოერგება. იგივე შეიძლება ითქვას Core2 და Core3-ზე).

რჩევა: უმჯობესია გამოვიყენოთ რამე ცხრილი GTL Ref სეთინგებისთვის რათა არ მოგვიწიოს ბევრი ციფრის და მნიშვნელობის დამახსოვრება და ერთი და იგივეს რამოდენიმეჯერ გამოერება.

10.როცა იპოვი საჭირო GTLREF voltage მნიშვნელობებს 4 ბირთვისთვის, დააყენებ ბიოსში vFSB ერთი ერთეულით მაღალ მნიშვნელობაზე და ხელახლა იწყებ 1-9 ნაბიჯებს (ღმერთო ჩემო ... :programisti: ) !!!!!!!!!!!!!!

11.როცა გაბედნიერდები და 4-ვე ბირთვი გაივლის 1 საათის განმავლობაში სტაბილურად Prime95-ს, გადი გარეთ და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქე :)

12.გაუშვი Prime95 ერთდროულად 4-ვე ბირთვისთვის და არა ცალცალკე. გახსოვდეს ყველა ბირთვზე ცალცალკე უდნა გაატარო თავიდან ტესტი. თუ რომელიმე ბირთვი ვერ გადის ტესტს 1 საათის განმავლობაში უდნა დაბრუნდე BIOS-ში და დააყენო GTL Ref ყველა ბირთვზე ხელახლა.

13.საბოლოოდ გაუშვებ OCCT პროგრამას და ამოარჩევ RAM mode-ს. თუ 45 წუთიანი ტესტი გაიარა სტაბილურად ჩათვალე შენი რაზგონი ექსტრემალურად სტაბილური იქნება.

14.უФ, გილოცავთ??? (რაო კითხვის ნიშანი?)

ნაწილი 6. დასრულება (გვეღირსა)

-დაუკელი vCore მნიშვნელობას თითო საფეხურით სანამ არ ნახავ მინიმალურ მნიშვნელობას როცა სისტემა სტაბილურია იგივე დატვირტვაზე.

-იგივეს იმეორებ vMCH მნშივნელობისთვის როცა პირველს დაასრულებ

-ჩაიწერე-შეინახე BIOS-ის სეთინგები რომლებიც მუშაობენ

-(არ არის სავალდებულო) თუ სურვილი გაქვს გაატარე PCMark და/ან SuperPi32M და შეადარე რაზგონის გარეშე რათა ნახო როგორ მოიმატა წარამდობამ

ავტორი Wuzy http://forum.xcpus.com/overclocking/12932-...king-guide.html

V1.0 18/07/08 (მხოლოდ ქუადებისთვის)

ლურჯი ასეობით დაწერილი ჩემი დამატებაა და შეგიძლიათ კრიტიკული თვალით შეხედოთ :)

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

  • 3 years later...

ბიოსში ყველაფერი ზედმეტის გამორთვის შემდეგ, სტაბილურობის გარდა წარმადობაც იზრდება კომპიუტერის ხო ?

Link to comment
Share on other sites

ბიოსში ყველაფერი ზედმეტის გამორთვის შემდეგ, სტაბილურობის გარდა წარმადობაც იზრდება კომპიუტერის ხო ?

ბიოსში ზედმეტი არაფეერია

ეს გაიდი რაზგონისთვის არის მხოლოდ გათვლილი და ისიც 775 სოკეტზე და ისიც მაღალი FSB სიხშირის დაფიქსირებისთვის მხოლოდ

რაზგონს თუ არ გეგმავ საერთოდ არ გჭირდება ეს თემა

Link to comment
Share on other sites

იმიტომ ვარაზგონებ წარმადობა გავზარდო :) და აქიდან გამომდინარე მაინტერესებს, ამ შემთხვევაში წარმადობაც თუ იმატებს ?

 

თუ სისტემას ( ჩიპსეტს და პროცესორს) აკლდება დატვირთვა, სისტემა უფრო სტაბილურად მუშაობს მხოლოდ და ეგაა ?

Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...

 

1.გამორთე ნებისმიერი 'automatic overclocking' (A.I.) ფუნქცია BIOS-ში

2.PCI Express (PCIe) სიხშირე დააყენე @100-102Mhz

 

თუ მაღალი ფსბ მინდა მქონდეს 24/7 ზე, მაშინაც 101 ან 102 -ზე შემიძლია დავტოვო PCI Express (PCIe) ?

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.