Magdalena

Binance Labs 45 ათასი დოლარით აფინანსებს ღია კოდის მქონე სამ ბლოკჩეინ-სტარტაპს

Recommended Posts

Binance Labs-მა, კრიპტო ბირჟა Binance-ის საინვესტიციო განყოფილებამ გამოყო 15 ათასი დოლარი სამიდან თითოეული სტარტაპისთვის, რომლებიც მუშაობენ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე ღია კოდით. 

გრანტებს მიიღებენ: 1) Ironbelly - მობილური საფულე Grin/Mimblewimble ბლოკჩეინისთვის; 2) HORP - შეტყობინებების გაცვლისა და კონფიდენციალურობის დაცვი პროტოკოლი და 3) საფულე Kitsune - მოდერნიზებადი on-chain საფულე. 

image.jpeg 

ხსენებული სამი სტარტაპი ამ დროისთვის არის  Binance Labs-ის სასტიპენდიო პროგრამის „სტიპენდიანტები“. Binance Labs-ი აფინანსებს და ეხმარება ღია კოდის მქონე პროექტების შემუშავებაში ადრეულ ეტაპებზე. 

Binance Labs-ის დირექტორის, Flora Sun-ის თქმით, ინოვაციებისათვის საჭიროა „მწარმოებლების, ანტრეპრენერების ერთობლიობა, რომლებიც წარადგენენ იდეებს და ქმნიან ახალ პროექტებს ბაზარზე გასატანად“. 

მან განაცხადა: 

„ჩვენი საქმიანობა მდგომარეობს ადრეულ სტადიაში პროექტებისთვის მხარდაჭერაში - იმ პროექტებისა, რომლებიც ქმნიან ინფრასტრუქტურას სარგებლიანობის გაზრდისა და ბლოკჩეინის ბაზარზე ზრდის უზრუნველყოფისათვის“. 

Binance Labs აგრეთვე მართავს საინკუბაციო პროგრამას, რომელიც ასევე პროექტების მხარდამჭერია საწყის ეტაპებზე. გასული წლის დეკემბერში კრიპტო ბირჟამ განაცხადა, რომ აფართოვებს თავის საინკუბაციო პროგრამას ხუთი ახალი ქალაქის მასშტაბით, ესენია: ბერლინი, ბუენოს-აირესი, ლაგოსი, სინგაპური და ჰონგკონგი. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now