Jump to content

ConceptD: Acer-ის ახალი კომპიუტერი ხის დეტალებით


Recommended Posts

Acer-მა ახალ ლაინაფში - ConceptD - დააანონსა ორი დესკტოპ-კომპიუტერი, რომლებიც განკუთვნილია პროფესიონალი მწარმოებლებისა და კონტენტის შემქმნელებისათვის - მათთვის, ვისაც აქვს დიდი ფულადი რესურსი და სჭირდებათ დიდი ენერგია მოწყობილობისგან.  

image.png 

ფოტოზე გამოსახულია ConceptD 500 - ეს არის მოზრდილი მოწყობილობა, რომელიც აღჭურვილია მეცხრე თაობის Intel Core i9 პროცესორით, ასევე აქვს გრაფიკული ბარათი Nvidia Quadro RTX 4000 და DDR4 ტიპის 64 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება. Acer-ის სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, ამ კომპიუტერს საკმაოდ საკამათო დიზაინი აქვს და იგი წარმოდგენილია ზედა ნაწილში ხის დეტალებით. მომხმარებელთა ნაწილი მას ჰაერის დამატენიანებელ მოწყობილობას ადარებს, ნაწილი - ყინულის ყუთსა და დიფუზორს 

კომპიუტერის მონაცემების გათვალსწინებით ცხადია, იგი შესანიშნავად იმშავებს პროფესიონალი მწარმოებლების ხელში. ამასთან, მწარმოებელი კომპანია აცხადებს, რომ კომპუტერი „სიმშვიდეს ინარჩუნებს“ მაღალი დატვირთვის დროსაც და მისი ვენტილატორების ხმაურ არ აღემატება 40 დეციბელს. ეს კომპიუტერი 1699 აშშ დოლარი ღირს და იგი ივნისიდან გაიყიდება. 

მეორე მოდიფიკაცია - ConceptD 900 წარმადგენს Acer-ის ახალი სერიის მაღალი წარმადობის შემოთავაზებას და იგი ფაქტობრიად უახლოვდება სუპერკომპიუტერის სტატუსს. შესაბამისად, ეს ფაქტი აისახება ფასზეც და მისი ღირებულება 19 999 დოლარია. ხსნებული კომპიუტერი მოიცავს ორ ცალ 40-ბირთვიან Intel Xeon Gold პროცესორს, გრაფიკულ პროცესორს Nvidia Quadro RTX 6000 და აქვს 192 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. წარმადობის კუთხით მოწყობილობა ნამდვილად შთამბეჭდავია, თუმცა არაფერი აქვს საერთო სამომხმარებლო სეგმენტთან.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.