Magdalena

Microsoft Edge ინტეგრირებული მთარგმნელით

Recommended Posts

Chromium-ის ბაზაზე მცირე ხნის წინ გამოშვებულ ბრაუზერ Microsoft Edge-ს ექნება საკუთარი ინტეგრირებული მთარგმნელი, რომელიც შეძლებს ავტომატურად გადათარგმნოს ვებ-გვერდები სხვადასხვა ენაზე. Reddit-ის მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ Microsoft-მა შეუმჩნევლად ჩართო ახალი ფუნქცია Edge Canary-ში. ნიშანი Microfost Translator მოცემულია მისამართის ველში. 

image.png 

ამიერიდან, სისტემაში დაყენებულისგან განსხვავებით, Microsoft Edge ავტომატურად განახორციელებს თარგმანს. ეს ფუნქცია მუშაობს Google Chrome-ის თარგმნის ანალოგიურად, ამჟამად კი როგორც ჩანს Microsoft ექსპერიმენტს ატარებს განსაზღვრული რაოდენობის მოწყობილობებზე. 

ფუნქცია, როგორც უკვე ითქვა, ავტომატურ რეჟიმში თარგმნის ვებ-გვედებს. გარდა ამისა, არის კონკრეტუი ენის არჩევის საშუალება. ისევე, როგორც Google Chrome-ში, მომხმარებლები შეძებენ ორიგინალი საიტიდან გადაერთონ გადათარგმნილ ვერსიაზე.  

ჯერჯერობით ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომია მხოლოდ Edge Canary-ში, რომელიც ყოველდღიურად განიცდის განახლებას. ამიტომ სარწმუნოა, რომ ხსენებული ფუნქცია ჯერჯერობით შემუშავების ადრეულ სტადიაზეა და შესაძლოა კიდევ დიდხანს დარჩეს დამუშავების პროცესში. არანაირ ეჭვს არ იწვევს ის, რომ Microsoft მას მოგვიანებით აუცილებლად დაამატებს ბრაუზერის სტაბილურ ვერსიაში. 

აგრეთვე, უნდა აღინიშნოს, რომ თარგმანისთვის გაფართოება ასევე ხელმისაწვდომია Chrome Web Store-ში, თუკი მომხმარებელს დასჭირდება გვერდის სხვა ენაზე გადაყვანა. ამჟამად ხელმისაწვდომია ვერსია 75.0.125.0. 

შეგახსენებთ, რომ განახლებული ბრაუზერი Microsoft Edge იმუშავებს Windows 7 და Windows 8.1 ოპერაციულ სისტემებზე. საჭიროა მისი ინსტალატორის ცალკე ჩამოტვირთვა, რათა შემდეგ გაეშვას სისტემებში. 

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now