Magdalena

ვირტუალური რეალობის ჰედსეტი ConceptD OJO Acer-ისგან

Recommended Posts

Acer-მა დაანონსა ვირტუალური რეალობის მაღალი წარმადობის მქონე ჰედსეტი, რომელიც განკუთვნილია პლატფორმისთვის - Windows Mixed Reality. მოწყობილობა ConceptD OJO-ს აქვს 4320× 2160 პიქსელი გაფართოების მხარდაჭერა, ასევე ლინზებს შორის დაშორების მართვის გამარტივებული სისტემა. კონსტრუქციაში მოცემულია რეგულირებადი ღვედები, რომელთა გადაადგილებით შესაძლებელია თავზე ჰედსეტის კომფორტულად მორგება. ახალი მოწყობილობა ორიენტირებულია პროფესიონალ მომხმარებლებზე, იგი წარმოადგენს Acer-ის აღჭურვილობის სერიის ნაწილს და განკუთვნილია კონტენტის შემქმნელებისთვის. 

image.jpeg 

ConceptD OJO ჰედსეტის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ლინზებს შორის სივრცის მარეგულირებელი მექანიზმით იმის მიუხედავად, თუ რა ფიზიოლოგიური შესაძლებლობები გააჩნიათ. მოწყობილობა უზრუნველყოფს კომფორტულ სამუშაო პროცესს. 

ფოტოებზე გამოსახული ჰედსეტის ყურსასმენები, როგორც ცნობილია მოსახსნელი იქნება და ცალკე გაიყიდება. მოწყობილობის ფასი ჯერჯერობით არ გახმაურებულა. 

გასული თვის ბოლოს გამოვიდა ვირტუალური რეალობის კიდევ ერთი ჰედსეტი Windows Mixed Reality პლატფორმისთვის. საუბარია მოწყობილობაზე HP Reverb, რომლის ფასი 599 აშშ დოლარს შეადგენს. 

 

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now