Magdalena Posted April 15, 2019 Share Posted April 15, 2019 გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც დაზუსტებულია Microsoft-ის ახალი კონსოლის გამოსვლის თარიღი. ეს იქნება Xbox One S და მისი განსაკუთრებულობა გამოიხატება იმაში, რომ წარმოდგენილი იქნება დისკის გარეშე, შესაბამისად, შემცირებული ფასით. კონსოლის სახელწოდებაა Xbox One S All Digital. ცნობილი გახდა ახალი კონსოლის გარეგნული იერსახეც. იგი თითქმის არაფრით განსხვავდება ორიგინალური ვერსიისგან, მხოლოდ მის ფრონტალურ ნაწილზე არ არის მოცემული შავი ჭრილი. მეტი გარეგნული განმასხვავებელი წარმოდგენილი არ არის. საზოგადოებას ყველაზე მეტად მოწყობილობის ფასი აინტერესებს. როგორც წყარო ამტკიცებს, Xbox One S All Digital-ის შეძენა გეიმერებს შეეძლებათ 230 ევროდ. ამ ფასად მომხმარებლები მიიღებენ კონსოლს 1 ტერაბაიტიანი მყარი დისკით, ასევე უსადენო გეიმპადს და სამ ჩატვირთულ თამაშს: Minecraft, Sea of Thieves და Forza Horizon 3. კონსოლი Xbox One S All Digital გაყიდვაში 7 მაისს გამოვა. https://overclockers.ru/blog/ZDAROVA_DRASTE/show/25781/xbox-one-s-all-digital--konsol-bez-privoda-ot-microsoft-postupit-v-prodazhu-7-maja 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.