Magdalena

Huawei-მ წარადგინა ტრანსფორმერი MateBook

Recommended Posts

დაგეგმილი იყო, რომ კომპანია Huawei  აისში წარადგენდა პლანშეტს, რომელიც იმუშავებდა ოპერაციულ სისტემა Windows 10-სა და ცალკრისტალიან სისტემაზე - Qualcomm Snapdragon 850. თუმცა კომპანიამ მოცდა საჭიროდ არ ჩათვალა და წარადგინა ახალი მოწყობილობა Huawei MateBook E 2019. 

image.png 

ჰიბრიდულ პლანშეტს აქვს nano-SIM ფორმატის ბარათისა და 4G LTE მობილური ქსელის მხარდაჭერა. ტრანსფორმერის კონფიგურაციაში შედის Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.1 ადაპტერები. წინა მხარეს განთავსებულია 12-დუიმიანი დისპლეი, რომლის გვერდების შეფარდებაა 3:2-ზე, გაფართოება კი 1440p. 

MateBook E 2019 პლანშეტს ორი კამერა აქვს, მათი გაფართოება შეადგენს 13 და 5 მეგაპიქსელს. ასევე აქვს 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და ინტეგრირებული ფლეშ-მოდული, რომლის მოცულობაც კომპლექტაციის შესაბამისად შეადგენს 256 ან 512 გიგაბაიტს. შესაძლებელია ამ ჰიბრიდულ პლანშეტს მიუერთდეს სპეციალური შესაბამისი კლავიატურა.  
image.jpeg 

MateBook E 2019 ტრანსფორმერის მახასიათებლებიდან შესაძლებელია გამოყოს გამაძლიერებელი SmartPA, სტერეოდინამიკები და Dolby Atmos ტექნოლოგიის მხარდაჭერა. კორპუსზე განთავსებულია USB Type-C პორტი და 3,5 მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. ბატარეის მოცულობა შეადგენს 36,3 ვტ/სთ, მწარმოებლის თქმით, ეს საკმარისი იქნება დაახლოებით ათსაათიანი ავტონომიური მუშაობისთვის მედიაკონტენტის 50%-იან სიმკვეთრეზე.  

პლანშეტს აქვს საფირმო ტექნოლოგია Huawei Share One Touch-ის მხარდაჭერა. იგი საშუალებას იძლევა წრაფად მოხდეს ფოტოების მიმოცვლა პლანშეტსა და სმარტფონს შორის. მოწყობილობის გაბარიტებია 27.82 х 19.42 х 0.85 სანტიმეტრ, წონა - 700 გრამი (კლავიატურის გარეშე). 

256 გიგაბაიტიანი მეხსიერების მქონე MateBook-ის ფასი შეადგენს 595 აშშ დოლარს. მაქსიმალური, 512 გიგაბაიტიანი მოდიფიკაცია კი გაიყიდეა 745 დოლარად.   

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now