Magdalena Posted April 15, 2019 Share Posted April 15, 2019 დაგეგმილი იყო, რომ კომპანია Huawei მაისში წარადგენდა პლანშეტს, რომელიც იმუშავებდა ოპერაციულ სისტემა Windows 10-სა და ცალკრისტალიან სისტემაზე - Qualcomm Snapdragon 850. თუმცა კომპანიამ მოცდა საჭიროდ არ ჩათვალა და წარადგინა ახალი მოწყობილობა Huawei MateBook E 2019. ჰიბრიდულ პლანშეტს აქვს nano-SIM ფორმატის ბარათისა და 4G LTE მობილური ქსელის მხარდაჭერა. ტრანსფორმერის კონფიგურაციაში შედის Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.1 ადაპტერები. წინა მხარეს განთავსებულია 12-დუიმიანი დისპლეი, რომლის გვერდების შეფარდებაა 3:2-ზე, გაფართოება კი 1440p. MateBook E 2019 პლანშეტს ორი კამერა აქვს, მათი გაფართოება შეადგენს 13 და 5 მეგაპიქსელს. ასევე აქვს 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და ინტეგრირებული ფლეშ-მოდული, რომლის მოცულობაც კომპლექტაციის შესაბამისად შეადგენს 256 ან 512 გიგაბაიტს. შესაძლებელია ამ ჰიბრიდულ პლანშეტს მიუერთდეს სპეციალური შესაბამისი კლავიატურა. MateBook E 2019 ტრანსფორმერის მახასიათებლებიდან შესაძლებელია გამოიყოს გამაძლიერებელი SmartPA, სტერეოდინამიკები და Dolby Atmos ტექნოლოგიის მხარდაჭერა. კორპუსზე განთავსებულია USB Type-C პორტი და 3,5 მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. ბატარეის მოცულობა შეადგენს 36,3 ვტ/სთ, მწარმოებლის თქმით, ეს საკმარისი იქნება დაახლოებით ათსაათიანი ავტონომიური მუშაობისთვის მედიაკონტენტის 50%-იან სიმკვეთრეზე. პლანშეტს აქვს საფირმო ტექნოლოგია Huawei Share One Touch-ის მხარდაჭერა. იგი საშუალებას იძლევა სწრაფად მოხდეს ფოტოების მიმოცვლა პლანშეტსა და სმარტფონს შორის. მოწყობილობის გაბარიტებია 27.82 х 19.42 х 0.85 სანტიმეტრი, წონა - 700 გრამი (კლავიატურის გარეშე). 256 გიგაბაიტიანი მეხსიერების მქონე MateBook-ის ფასი შეადგენს 595 აშშ დოლარს. მაქსიმალური, 512 გიგაბაიტიანი მოდიფიკაცია კი გაიყიდება 745 დოლარად. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/25739/huawei-predstavila-transformer-matebook-e-2019-na-snapdragon-850-i-os-windows-10 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.