Jump to content

Acer-მა წარადგინა განახლებული გეიმინგ-ლეპტოპები - Predator Helios 700 და 300


Recommended Posts

Acer Predator Helios 700 - ეს რის კომპანიის მიერ შექმნილი ყველაზე მძლავრი და ყველაზე ძვირადღირებული ლეპტოპი. მის შემადგენლობაში შედის: 

  • მაღალი წარმადობის პროცესორი Intel Core i9 აჩქარების საშუალებით, 

  • ვიდეო ბარათი NVIDIA GeForce RTX 2080/2070, 

  • 64 გიგაბაიტამდე DDR4 ტიპის ოპერატიული მეხსიერება, 

  • ქსელური ადაპტერი Killer DoubleShot Pro, რომელიც წარმოდგენილია Killer Wi-Fi 6AX 1650 მოდულით და E3000 ტრაფიკის გავრცელების ტექნოლოგიით (უსადენო და სადენიანი მიერთებით). 

  • ეკრანი - 17-დუიმიანი IPS, Full HD გაფართოება, 144 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე. 

დისპლეის აქვს NVIDIA G-SYNC ტექნოლოგიის მხარდაჭერა,  

  • ხუთი დინამიკი და ინტეგრირებული საბვუფერი, 

  • 1ტბ SSD ან 2ტბ მყარი დისკი. 

image.jpeg 

Helios 700-ის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და საინტერესო ნაწილია კლავიატურა Hyper Drift. ფაქტობრივად, ეს არის ლეპტოპის გაგრილების სისტემის ნაწილი, რომელშიც შედის Acer-ის მეოთხე თაობის ქულერი AeroBlade 3D, სპილენძის ხუთი სითბური მილი, აორთქლების განყოფილება და ტექნოლოგია Acer CoolBoost. 

კლავიატურის წინ გამოწევისას (იხ. მომდევნო ფოტო) იხსნება ორი დამატებითი სითბოს მშანთქმელი ეკრანსა და კლავიატურას შორის, რაც აუმჯობესებს სისტემის მძლავრი კომპონენტების გაგრილებას. მათ შორის განთავსებულია მინის პანელი, რომელშიც მოჩანს სითბური მილები. 

image.png 

Predator Helios 700 უნიკალური მოძრავი (გამოსაწევი) კლავიატურით - Hyper Drift 

image.png 

ახალ კლავიატურას აქვს RGB განათების მხარდაჭერა, რომელიც ადაპტირებადია თამაშის სიტუაციებთან 

გარდა ამისა, კლავიატურა აუმჯობესებს გეიმინგ-სისტემის საერთო ერგონომიკას, რადგანაც მოთავსებულია მომხმარებელთან იმაზე უფრო ახლოს, ვიდრე სტანდარტული ლეპტოპების კლავიატურები. 

Hyper Drift-ს აქვს თითოეული კლავიშისათვის ინდივიდუალური RGB-განათება, anti-ghosting და WASD MagForce ფუნქციების მხარდაჭერა. MagForce-კლავიშებში გამოყენებულია ხაზობრივი გადამრთველები, რომლებითაც მყისიერად ხდება რეაგირება კლავიშზე დაწოლისას. თაჩპედ Precision TouchPad-ის ირგვლივაც მოცემულია ლურჯი განათებები. 

კლავიში Turbo მომენტალურად რთავს სისტემის აჩქარებას. კლავიში Predator Sense იძლევა წვდომას ინფორმაციაზე - როგორია პროცესორისა და ვიდეო ბარათის ტემპერატურა.  

განახლდა Predator Helios 300-ის შიდა კომპონენტებიც. გეიმერებს ალბათ მოეწონებათ მეცხრე თაობის Intel Core i7 პროცესორისა და NVIDIA GeForce RTX 2070 Max-Q ვიდეო ბარათის კონფიგურაცია. Helios 700-ის მსგავსად, მოდელ 300-შიც ხელმისაწვდომია ავტომატური აჩქარება Turbo-კლავიშით, აგრეთვე მოცემულია ქსელური ადაპტერი Killer DoubleShot Pro. ამ მოდელისთვის განკუთვნილია 32 გიგაბაიტამდე DDR4-2666 ტიპის ოპერატიული მეხსიერება.  

image.jpeg 

შესამჩნევი ცვლილებები შეეხო ლეპტოპის გარეგნულ მხარესაც. ლითონის კორპუსზე გამოჩნდა ლურჯი ელემენტები, კლავიატურა კი ამ მოდელშიც ფერადი განათებითაა წარმოდგენილი ისევე, როგორც Predator-ის სხვა მოდელები. 

image.jpeg 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.