Magdalena Posted April 12, 2019 Share Posted April 12, 2019 Bitcoin (BTC) დაუბრუნდა 5 ათასდოლარიან ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დონეს წარუმატებელი გარღვევის შემდეგ. ლიდერმა კრიპტოვალუტამ ბაზრის შეფასების მიხედვით განიცადა მძლავრი ხარული გარღვევა აღმავალი სამკუთხედის მოდელით და მიაღწია 5488 დოლარიან პიკს Coinbase-ის ბირჟაზე. ეს ნაბიჯი სწრაფად იქნა უარყოფილი და ტრეიდერების მხრიდან გაძლიერებულმა ზეწოლამ გზა გაუხსნა Bitcoin-ის შემცირებას: თავდაპირველად ღირებულება ჩამოვიდა 5200 დოლარზე, შემდეგ კი სწრაფად დაიწია 5018 დოლარამდე (სტატიის წერამდე პერიოდი). ბეჭდვის პერიოდში Bitcoin-ი იყიდებოდა 5068 დოლარად. Bitcoin-ის სამკუთხედის გარღვევა რომ წარმატებით მომხდარიყო, 5800 დოლარიანი დონე აისახებოდა. ასეა თუ ისე, Bitcoin-ი 300 დოლარით შემცირდა მიზნის მიუღწევლად, მყიდველების თანხის მოცულობა იმ დღესვე შემცირდა. თუმცა ყველაფერი დაკარგული არ არის. თუკი დღის დახურვისას ფასი 5 ათას დოლარს ზემოთ აღმოჩნდება, ხარული გრაფიკის სტრქუტურა უცვლელად შენარჩუნდება. სამომავლოდ შესაძლებელია ხარების ისევ გააქტიურება, მხოლოდ კონსოლიდაციის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ. Bitcoin-ზე დარტყმის შედეგად კრიპტოვალუტების მთელი ბაზარი წითელ ხაზზეა (ბეჭდვის მომენტში). სხვა ტოპ-ტოკენები, როგორებიცაა ETH და XRP, CoinMarketCap-ის 24-საათიანი მონაცემების მიხედვით განიცდიან 7,46 და 5,85 პროცენტიან დანაკარგს, შესაბამისად. https://www.coindesk.com/bitcoin-drops-back-to-5k-support-after-failed-breakout-2 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.