Magdalena

Apple მოუწოდებს Foxconn-სა და TSMC-ს - iPhone-ს წარმოებისას გამოიყენონ მხოლოდ განახლებადი ენერგია

Recommended Posts

Apple-მა განაცხადა, რომ თითქმის გააორმაგა იმ მომწოდებლების რაოდენობა, რომლებიც იყენებენ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას საწარმოო პროცესში. მათ რიცხვში შედის ორი კომპანიაც, რომლებიც დაკავებულნი არიან ჩიპების წარმოებითა და iPhone-ების აწყობით. 

image.jpeg 

 

გასულ წელს Apple-მა განაცხადა, რომ მისი განახლებადი ენერგიის წყაროები სავსებით საკმარისია ყველა ობიექტის მუშაობისთვის. კერძოდ, ესენია საცალო მაღაზიები, ოფისები, მონაცემთა ცენტრები და 43 ქვეყანაში ნაქირავები ფართები, მათ შორისაა სივრცეები აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთსა და ინდოეთში.  თუმცა ეს განცხადება ექსპერტებში იწვევს ეჭვს, რომ Apple-ს, სხვა მწარმოებლების მსგავსად უწევს გამოისყიდოს მწვანე კვოტები“, რათა მოახდინოს „ბინძური“ წყაროებიდან მიღებული და მოხმარებული ენერგიის კომპენსირება. 

image.jpeg 

საქმიანობისგან მიებული ეკოლოგიური შედეგების მნიშვნელოვანი წილი მოდის მომწოდებელთა ქსელზე. 2015 წლიდან მოყოლებული Apple ანამშრომლობს იმ კომპანიებთან, რომლებიც სუფთა ენერგიას იყენებენ კომპონენტებისა და მოწყობილობების წარმოებაში. 

Apple აცხადებს, რომ კლიმატის ცვლილებეთან ბრძოლისა და გარემოს დაცვის მისეულ პროგრამაში შევიდა 44 კომპანია. მათ შორისაა Hon Hai Precision Industry Co Ltd, რომლის ქვეგანყოფილება Foxconn ახდენს iPhone-ების აწყობას. აგრეთვე შედის Taiwan Semiconductor Manufacturing Co Ltd, რომელიც აწარმოებს A სერიის ჩიპებს, რაც Apple-ის ყველა მოწყობილობაში გამოიყენება. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now