Jump to content

გადამამუშავებელი რობოტი შეხებით ცნობს და განასხვავებს ქაღალდს, პლასტმასსა და ლითონს


Recommended Posts

მეორადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ნარჩენების გადამუშავების წინ საჭიროა მათი დახარისხება მასალის ტიპების მიხედვით. დღესდღეობით ამ საქმით დაკავებულები არიან სპეციალური მუშაკები და მათი შრომა საკმაოდ მომქანცველია - გარდა იმისა, რომ მათ მუშაობის პროცესში შეიძლება მავნე ნივთიერებების ზემოქმედება განიცადონ, ზოგადად სამუშაო თავისთავად ერთფეროვანი და მოსაბეზრებელია. უახლოეს მომავალში ნარჩენების დახარისხებით შესაძლოა რობოტები დაკავდნენ - მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიაში შექმნეს კონსტრუქცია, რომელსაც შეუძლია შეხებით განასხვავოს ერთმანეთისგან ქაღალდის, პლასტმასის ან ლითონის მასალა. 

image.jpeg 

რობოტ უტილიზატორის სახელი RoCycle და მისი მთავარი თავისებურება ისაა, რომ შეუძლია ხელზე დაყენებული სენსორების მეშვეობით განასხვავოს ნარჩენები და ჩაყაროს შესაბამის ურნაში. დეფორმაციის მზომი სენსორი განსაზღვრავს ობიექტის ზომას, ხოლო წნევის მარეგულირებელი მოწყობილობა - მის მტვრევადობას. მათი საშუალები რობოტს შეუძლია განაცალკევოს მოქნილი, ადვილად დაკეცვადი ქაღალდი და უფრო მკვრივი პლასტმას. ლითონის საგნების ამოცნობა კიდევ უფრო ადვილია: სენსორები ახდენენ მასალის გამტარუნარიანობის შემოწმებას. 

რობოტის ხელები დამზადებულია თავისუფლად წელვადი მასალისგან - აუკსეტიკისგან. რობოტიზებული ხელი გამოყენებულ შეიძლება იქნას როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ხელის ფუნქციით და ასრულებს უფრო დინამიურ მოქმედებებს, ვიდრე სხვა რობოტების ხელები.  

RoCycle რობოტს აქვს სუსტი მხარეებიც. მაგალითად, მას შეუძლია ასწიოს მხოლოდ უძრავი საგნები. ამ შემთხვევაში მოჭიდების სიზუსტე 85 %-ს შეადგენს. თუმცა, თუ საგანი მოძრაობს კონვეირის მოძრავ გზაზე, მაშინ მოჭიდების სიზუსტე ეცემა 63 %-მდე. ასევე არის ალბათობა იმისა, რომ თუკი ლითონის საგანი იდება ქაღალდის პაკეტში, ამ შემთქვევაში რობოტი მას შეცდომით სხვა ურნაში ჩააგდებს. 

მკვლევარები აპირებენ გამოასწორონ აღნიშნული ნაკლოვანებები. მათ მიაჩნიათ, რომ რობოტს სჭირდება კომპიუტერული „მხედველობა“, რათა სინქრონულ რეჟიმში იმუშაოს რობოტიზებული ხელის „ტაქტილურ ორგანოებთან“ ერთად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.