Jump to content

NASA აფინანსებს 18 ფანტასტიკურ ტექნოლოგიას კოსმოსის ათვისებისთვის


Recommended Posts

XX საუკუნის დასაწყისში ადამიანის კოსმოსში ფრენა წარმოუდგენლად მიიჩნეოდა, ამჟამად კი ასტრონავტების კოსმოსურ სივრცეში ვიზიტი უკვე განსაკუთრებულ მოვლენას აღარ წარმოადგენს. იმისათვის, რომ ერთ ადგილას არ გაჩერდეს, კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანია არასტანდარტული აზროვნება, რისთვისაც არის განკუთვნილი NASA-ს პროექტი სახელად „Innovative Advanced Concepts (NIAC). მის ფარგლებში კოსმოსური სააგენტო აფინანსებს 18 ტექნოლოგიის შემუშავებას, რომლებიც ამ მომენტისათვის შესაძოა ფანტასტიკურად გვეჩვენებოდეს. 

image.jpeg 

ფინანსირების პირველ ფაზაში შედის 12 კონცეფცია და თითოეული მათგანის რეალიზებისთვის გამოყოფილია 125 ათასი აშშ დოლარი. თუკი იდეები აღმოჩნდება სიცოცხლისუნარიანი და ექნებათ დიდი პოტენციალი, მკვლევარებს შეეძებათ განაცხადი კვლავ შეიტანონ მეორედაც და მესამედაც და მიიღონ 500 ათასი და მეტი დოლარი წარმოებისთვის. შესაძლოა კვლევებს ათეულობით წელიწადი დასჭირდეს, თუმცა პროექტის ავტორების აზრით, ეს ნამდვილად ღირს. 

„ჩვენი პროგრამა NIAC ახდენს შორსმიმავალი იდეების განვითარებას, რომლებიც განაპირობებენ სამომავლო მისიების ტრანსფორმირებას“ - აცხადებს ჯიმ როიტერი, NASA-ს კოსმოსური ტექნოლოგიების დირექციის ადმინისტრატორი. 

პირველ ფაზაში მკვლევარები დაკავდებიან სმარტ-სკაფანდრის შექმნით, რომელსაც ექნება რობოტიზებული ელემენტები და თვითაღდგენის უნარის მქონე გარსი. გეგმებში აგრეთვე შედის პლანეტების ატმოსფეროს შემსწავლელი მიკროზონდების აწყობა, ასევე მთვარის ფორპოსტი ყინულის მოპოვებისთვის. ვენერას ატმოსფეროს შესწავლისთვის იგეგმება გასაბერი საფრენი აპარატის გამოყენება, იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე მოგზაურობისთვის კი - ელექტრო-ბირთვული ძრავები. 

image.jpeg 

ყინულის მოსაპოვებელი ფორპოსტი მთვარეზე 

მეორე ფაზაში შემავალი პროექტები პირველზე უფრო მეტად რეალიზებადი ჩანს. მაგალითად, NASA-ს სურს ახალი ტელესკოპი, რომლის კოსმოსში გასვლის შემდეგ მობრუნებაა შესაძებელი და და იგი მიმაგრებული იქნება 3D ბეჭდვის პლატფორმაზე. გეგმებში შედის აგრეთვე სპეციალური დამცავი ფარის შექმნა, რომელიც მკვლევარებს მისცემს საშუალებას - მასიმალურად ახლო დისტანციაზე მიუახლოვდნენ და შეისწავლონ მზე. 

მესამე ფაზის პროექტები ჯერჯერობით არ არის შერჩეული, თუმცა უკვე ცნობილია, რომ აქ მოხვდება განსაკუთრებულად რთული, შესამუშავებლად გრძელვადიანი და ძვირადღირებული ტექნოლოგიები. კოსმოსური სააგენტო აპირებს ამ ფაზისთვის 2 მლნ დოლარი გამოყოს. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.