Jump to content

PlayStation-ის მოხმარებლებს უკვე შეუძლიათ PSN სახელის შეცვლა


Recommended Posts

თუკი უკმაყოფილო ხართ თქვენი PSN სახელით, Sony PlayStation- მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეცვალონ იგი. ამ ფუნქციის ბეტა-ვერსია გამოვიდა 2018 წლის ოქტომბერში, ამჯერად კი მისით სარგებლობა უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია PS4 კონსოლიდან ან ბრაუზერიდან. თუკი თქვენი PSN სახელი არ შეესაბამება სასურველს, მარტივად შეგიძლიათ მისი შეცვლა. 

ფასს რაც შეეხება, სახელის შეცვლა პირველ ჯერზე უფასოა. ხოლო მას შემდეგ, როდესაც მის კიდევ ერთხელ შეცვლას გადაწყვეტთ, ამ შემთხვევაშ მოგიწევთ 9,99 დოლარის ოდენობით საფასურის გადახდა ყოველი მოდმევნო ცვლილებისას. ხოლო თუკი ხართ PlayStation Plus-ის გამომწერი, მაშინ თქვენთვის განმეორებით სახელის შეცვლა 4,99 აშშ დოლარი ეღირება. 

image.png 

Sony პასუხობს ხშირად დასმულს შეკითხვებს და ერთ-ერთი ამგვარი კითხვაა - ძველი სახელი შეცვლის შემდეგ კვლავ თქვენს საკუთრებაში დარჩება თუ არა. პასუხი დადებითი, სახელი კვლავ თქვენ გეკუთვნით და მისი უკან დაბრუნება უფასოდ შეგეძლებათ. კორექტირებისა და ახალი სახელის მიღების შემდეგ გაუგებრობის თავიდან ასარიდებლად არსებობს საშუალება - თქვენი ყოფილი სახელი აისახოს ახალი სახელის გვერდით 30 დღის განმავლობაში. 

PS4-ის თამაშების უმეტესობა, რომლებიც გამოშვებულია 2018 წლის 1 აპრილის შემდეგ (მას მერე, რაც მწარმოებლებმა დაიწყეს სახელის შეცვლის ინსტრუმენტებზე მუშაობა), საკმაოდ გამართულად იმუშავებს თქვენს ახალ სახელებთან მიმართებაში. Sony აცხადებს, რომ PS4-ის აქტიური და მოთხოვნადი ამაშები შესანიშნავად იმუშავებს, თუმცა მხარდაჭერა გარანტირებული არ არის. 

თუკი თამაშში პრობლემები წარმოიქმნა, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ თქვენი მიღწეული შედეგი ვარირებს წინა PSN სახელით, ან შედეგების დაფაზე ა აისახება და დაიკარგ ლიდერის სტატუსის შესაბამისი მონაცემები. აგრეთვე შესაძოა დაიკარგოს წვდომა DLC-ზე. 

მსხვილი ექსკლუზიური თამაშები, როგორებიცაა God of War და Spider-Man გამოსვლის ვადის მხრივ შეზღუდვას არ დაექვემდებარა, თუმცა უამრავი, 2018 წლის 1 აპრილამდე გამოშვებული  PS4 თამაში მოხვდა ზემოთხსენებული პრობლემების სიაში. Sony აცხადებს, რომ ძველი PSN სახელის დაბრუნებით პრობლემების უმეტესობა მოგვარდება, თუმცა ამ შემთხვევაშიც გარატიები არ არსებობს. ასე, რომ მსურველებს დაფიქრება მართებთ, სანამ PSN სახელის შეცვლას გადაწყვეტენ. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.