Jump to content

ოფიციალური პრეზენტაცია - OPPO Reno 10x Zoom: Snapdragon 855, ათმაგი zoom-ი და ფასი 600 დოლარი


Recommended Posts

ბრენდმა Reno-მ წარადგინა სმარტფონი OPPO Reno სამი კამერითა და ფლაგმანური პლატფორმით. მოდელის სრული სახელწოდებაა OPPO Reno 10x Zoom. 

image.jpeg 

ახალი მოწყობილობა მუშაობს 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებულ Snapdragon 855 ჩიპსეტზე. ეს არის უკვე კარგად ცნობილი ცალკრისტალიანი სისტემა, რომელიც 2019 წლის ფლაგმანების დიდ რაოდენობაში გვხვდება. ჩიპს აქვს სამ კლასტერად დაყოფილი რვა ბირთვი. ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე ბირთვის სიხშირე 2,84 გიგაჰერცს შეადგენს. გრაფიკული ქვესისტემა წარმოდგენილია Adreno 640 კონტროლერით. 

OPPO Reno 10x Zoom ხელმისაწვდომია შემდეგ კომპლექტაციებში: 1) 6 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 1866 მეგაჰერცი სიხშირე; 2) 8 გგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და  სიხშირე 2133 მეგაჰერცი. ორივე მოდელის შემთხვევაში ოპერატიული მეხსიერების ტიპი იდენტურია - LPDDR4x. აგრეთვე გათვალისწინებულია ინტეგრირებული მეხსირების სივრცე UFS 2.1, რომლის მოცულობაა 128 ან 256 გიგაბაიტი, მოდიფიკაციის შესაბამისად. სმარტფონს ასევე აქვს ჰიბრიდული მეხსიერების ბარათის სლოტი. 

image.jpeg 

სმარტფონის ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია სამი ძირითადი კამერა, რომლის გაფართოება შეადგენს 48+9+13 მეგაპიქსელ. ძირითადი კამერის მთავარი ღირსებაა ათმაგი ზუმი. ამისათვის მოწყობილობაში მოცემულია 13-მეგაპიქსელიანი ტელეფოტომოდული. იგი მუშაობს იმავე პრინციპით, რაზეც Huawei P30 Pro. სმარტფონს შეუძია თავი მოიწონოს არა ოპტიკური, არამეტ ოპტიკურ-ციფრული (ჰიბრიდული)  ზუმით. 
ძირითადი კამერით შესაძლებელია ვიდეოს ჩაწერა 4K ფორმატში კადრის სიხშირით 60 fps. ასევე, Full HD ფორმატში - 60 fps სიხშირით და HD ფორმატში - 240 fps სიხშირით. ვიდეოს ჩაწერისას მუშაობს ორმაგი ოპტიკური სტაბილიზატორი. 

 
 
image.jpeg 

OPPO Reno 10x Zoom-ის ფრონტალური კამერა განთავსებულია ზედა მხარეს მოძრავ მოდულში და ამოდის საჭიროების შემთხვევაში. მის დიზაინს კომპანია უწოდებს „ზვიგენის ფარფლს“. ფრონტალური კამერის გაფართოება 16 მეგაპიქსელს შეადგენს, აქვს სელფი-რეჟიმის, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებისა და სახის ამომცნობი ტექნოლოგიის მხარდაჭერა. 

სმარტფონის ეკრანის დიაგონალი 6,6 დუიმია, გამოყენებულია OLED ეკრანი ახალი თაობის ინტეგრირებული ბიომეტრიული სენსორით. დისპლეი იკავებს ფრონტალური პანელის 93,1%-ს. მოწყობილობაში გამოყენებულია დამცავი მინის მატრიცა Gorilla Glass 6.  

უკანა პანელზე განავსებულია კამერის სამი მოდული, ფლეშ-განათება და ლოგო იმის შესახსენებლად, რომ Reno არის ჩინური კომპანია OPPO-ს სუბბრენდი. მოწყობილობაზე ხელმისაწვდომია USB Type-C პორტი, ყურსასმენების კონექტორისთვის კი ადგილი ვერ მოიძებნა როგორც ჩანს. სმარტფონი იწონის 210 გრამს, გაბარიტები შეადგენს 162 х 77.2 х 9.3 მილიმეტრს. 

image.jpeg 

OPPO Reno 10x Zoom სმარტფონის ბატარეის მოცულობაა 4065 მილიამპერი/სთ, აქვს VOOC 3.0 სწრაფი დატენვის მხარდაჭერა, ოპერაციული სისტემა - Android 9.0 Pie. სხვა მახასიათებლებიდან ასანიშნავია Bluetooth 5.0 დაWi-Fi მოდულები (5 გჰც + 2.4 გჰც), NFC ჩიპი, LDAC და apt-X კოდეკები 

ფასები: 

სტანდარტული მოდიფიკაცია 6 გბ RAM-ით და 128 გბ ინტეგრირებული მეხსიერებით ღირს 600 დოლარი; 

მაქსიმალური მოდიფიკაცია: 8 გბ ოპერატიული და 256 გბ ფლეშ-მეხსიერება - 715 აშშ დოლარი. 

OPPO Reno 10x Zoom გაყიდვაში გამოვა მაისის შუა რიცხვებში. 24 აპრილს დაგეგმილია სმარტფონის გლობალური ვერსიის პრემიერა, აგრეთვე წარდგება მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერის მქონე ვერსიებიც. ახალი სმარტფონი ხელმისაწვდომია შავ (Extreme Night Black) და მწვანე (Fog Sea Green) ფერებში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.