Jump to content

Razer Ripsaw HD საწყისი დონის გეიმინგ-სტრიმინგისთვის


Recommended Posts

კომპანია Razer-მა წარადგინა თავისი საწყისი დონის ვიდეო-capture Ripsaw HD ბარათის განახლებული ვერსია. ახალ მოწყობილობას, კომპანიის თქმით, შეუძლია უზრუნველყოს გეიმერი ყველა აუცილებელი ფუნქციით, რაც საჭიროა ტრანსლაციის ან გეიმინგ-პროცესის ჩაწერისას: კადრის განახლების მაღალი სიხშირე, ხარისხიანი გამოსხულება და სუფთა ხმა. 

image.jpeg 

ახალი ვერსიის მთავარი განსაკუთრებულობა ის არის, რომ მას შეუძლია გამოსახულების მიღება 4K ფორმატში (3840 × 2160 პიქსელი) და 60 FPS სიხშირემდე. Ripsaw HD-ში გამოიყენება ინტერფეისი HDMI 2.0, რაც მას აქცევს უნივერსალურ მოწყობილობად, რომელიც გამოიყენება სტრიმინგისთვის პერსონალურ კომპიუტერებსა და კონსოლებზე - იქნება ეს PlayStation 4, Xbox One თუ Nintendo Switch. 

image.jpeg 

ხარისხიანი ვიდეოსტრიმინგის პარალელურად Razer-ის ახალი მოწყობილობ უზრუნველყოფს ხარისხიან ხმას. მოწყობილობით შესაძებელია თანმხლები ხმის დადება ან გეიმინგ-პროცესის კომენტარებით გაფორმება. Ripsaw HD-ზე ხელმისაწვდომია USB 3.0 Type-C პორტიც. სამწუხაროდ, სტრიმინგის გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ პერსონალურ კომპიუტერზე, შიდა დრაივზე ჩაწერის შესაძლებლობა კი მხარდაჭერილი არ არის. 

image.jpeg 

Ripsaw HD თავსებადია Open Broadcaster Software-თან, Mixer-თან, Streamlabs-თან, Xsplit-თან, Twitch-სა და YouTube-თან. მოწყობილობის შეძენისას კომპლექტში აგრეთვე შედის USB 3.0 Type-C, Type-A სადენი, HDMI სადენი და 3,5 მილიმეტრიანი აუდიოსადენი. 

image.jpeg 

Razer Ripsaw HD გაყიდვაში გამოვა დღეიდან, 11 აპრილიდან. მისი სარეკომენდაციო ფასი შეადგენს 160 აშშ დოლარს. ახალი მოწყობილობა შეძლებს გახდეს Elgato HD60 S-ის სრულფასოვანი კონკურენტი. ამ უკანასკნელს შედარებით მცირე ფუნქციონალურობა აქვს, კერძოდ, აქვს ვიდეოს მხოლოდ Full HD 60 FPS ფორმატის მხარდაჭერა და ამასთან გაცილებით ძვირიც ღირს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.