Jump to content

Qualcomm აანონსებს საშუალო და საშუალოზე მაღალი სეგმენტის მობილურ ჩიპებს გაუმჯობესებული ხელოვნური ინტელექტით: Qualcomm Snapdragon 730, 730G და 665


Recommended Posts

ახალი ჩიპები, კომპანიის თქმით, უზრუნველყოფენ უკეთეს მუშაობას და უფრო მაღალ წარმადობას წინამორბედებთან შედარებით. გარდა ამისა, მათ რამოდენიმე ახალი შესაძებლობაც დაემატა. 

Qualcomm-მა დააანონსა Snapdragon 730, რომელიც დიდი ალბათობით გამოყენებული იქნება საშუალო და საშუალოზე მაღალი დონის სმარტფონებში მიმდინარე წლის ბოლოდან. მისი წინამორბედი, Snapdragon 710, მოხვდა ისეთ მოწყობილობებში, როგორებიცა  Samsung Galaxy A8s და Xiaomi Mi 8 SE და მიუხედავად იმისა, რომ Qualcomm-მა უკვე გამოუშვა უფრო სწრაფი  712, Snapdragon 730 უფრო დიდ გაუმჯობესებას წარმოადგენს. 

image.png 

8-ბირთვიან Snapdragon 730-ში გამოყენებულია Kryo 470 ბირთვები ტაქტის სიხშირით 2,2 გიგაჰერცამდე (ორი ბირთი - 2,2 გჰც, დანარჩენი ექვსი - 1,8 გჰც და აგებული 8-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე. ჩიპს აქვს  Adreno 618 გრაფიკული პროცესორი Vulcan 1.1-ის მხარდაჭერით Hexagon 688 პროცესორი ტენსორული ამაჩქარებლით, ასევე აქვს გამოსახულების Spectra 350 “computer vision პროცესორი, მოდემი X15 LTE და Wi-Fi 6-ის მხარდაჭერა.  

Snapdragon 730 უზრუნველყოფს წინამორბედზე ორჯერ სწრაფ მუშაობას ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ დავალებებში. მას აქვს მეოთხე თაობის საფირმო ხელოვნური ინტელექტის პროცესორი Qualcomm AI Engine. მაღალი წარმადობის პარალელურად, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული დავალებებისას ენერგომოთხოვნილება ოთხჯერ შემცირებულია Snapdragon 710-თან შედარებით. 

image.png 

Snapdragon 730-ის ბაზაზე შექმნილი სმარტფონები შეძლებენ გადაიღონ ვიდეო 4K HDR ფორმატში სელფი-რეჟიმში, რაც ამ დრომდე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მერვე სერიის Qualcomm-ის ფლაგმანური ჩიპებისთვის. ახალ ჩიპში გამოჩნდა HEIF ფორმატის მხარდაჭერა, რაც საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას უფრო მცირე სივრცე ფოტო-ვიდეოს შენახვისთვის. 

წარმოდგენილია აგრეთვე ჩიპის გეიმინგ-ვერსია სახელად 730G „G” სიმბოლო Snapdragon 730G-ს დასახელებაში აღნიშნავს „Gaming”-ს შემოკლებით და ეს ჩიპი განკუთვნილია გეიმინგ-სმარტფონებისთვის. მას აქვს გაუმჯობესებული გრაფიკული პროცესორი Adreno 618, რომელიც 15%-ით სწრაფი იქნება გრაფიკის რენდერინგში, ვიდრე სტანდარტული ვერსიის Snapdragon 730 GPU. 730G მომხმარებელს სთავაზობს 960fps slow-motion (შენელებული კადრის) ვიდეოს სიჩქარით - 960 კადრი წამში. Qualcomm-ი ასევე აცხადებს, რომ ჩიპი მოიცავს ფუნქცია „Jank Reducer“-ს, რომელიც 90%-ამდე უზრუნველყოფს თამაშის პროცესის შეფერხების აღმოფხვრას. 

და ბოლოს, პლატფორმა Snapdragon 665 განკუთვნილია უფრო ხელმისაწვდომი, საშუალო დონის სმარტფონებისთვის. მასაც აქვს სამი კამერის მხარდაჭერა და ხელოვნური ინტელექტის პროცესორი AI Engine, ოღონდ მესამე თაობის. ჩიპში მოცემულია რვა Kryo 260 ბირთვი ტაქტის სიხშირით 2,0 გიგაჰერცამდე. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია პროცესორი Adreno 610, ასევე - გამოსახულების დამუშავების პროცესორი Spectra 165 და Hexagon 686. ჩიპში გამოყენებულია Snapdragon X12 მოდემი 600 მბიტი/წმ სიჩქარით (LTE Cat.12). 

Qualcomm-ი აცხადებს, რომ Snapdragon 665, 730 და 730G ჩიპების მქონე მოწყობილობები მიმდინარე წლის შუა პერიოდიდან გამოჩნდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.