Jump to content

Tesla-ს ელექტრომობილები დამოუკიდებლად აუვლიან გვერდს გზებზე არსებულ ღრმულებს


Recommended Posts

კომპანია Tesla ისწრაფვის, რომ მისმა ელექტრომობილებმა შეძლონ ნებისმიერ გზაზე დამოუკიდებლად მოძრაობა. იდეალურ შემთხვევაში, ეს განაპირობებს ავარიების ნულამდე შემცირებას, ამჟამად კი ავტომატური პილოტირების სისტემა არც ისე მაღალ დონეზეა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ვითარება ეტაპობრივად უმჯობესდება და სისტემას ახალ-ახალი შესაძლებლობები ემატება. ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla-ს ავტომობილები შეძებენ დამოუკიდებლად აარიდონ თავი გზებზე არსებულ ღრმულებს - ამჟამად სისტემას ამის გაკეება არ შეუძია და მძღოლებს უწევთ მსგავს შემხვევებში საჭის მართვა თავად აიღონ ხელში. 

image.jpeg 

კომპანიის მოთხოვნაა, რომ ავტოპილოტის ჩართვისას მძღოლები მუდამ მზად იყვნენ ნებისმიერ დროს გადავიდნენ საჭის ხელით მართვაზე. ვებ-გვერდ Electrek-ის ავტორის, ფრედ ლამბერტის თქმით, დაახლოებით 300 კილომეტრიანი მგზავრობისას მას ძალი ხშირად მოუწია საჭის მართვა. საქმე ის გახლავთ, რომ Tesla-ს კამერებს და ავტოპილოტის სისტემას ჯერჯერობით არ შეუძლიათ დაინახონ და ამოიცნონ გზაზე არსებული ორმოები, შესაბამისად ვერ უვლიან გვერდს, ამიტომაა საჭირო მუდამ სიფრთხილე, რომ ავარიები თავიდან იქნეს აცილებული. 

image.jpeg 

Electrek-მა ამის შესახებ დაწერა თავის Twitter-ზე, გარკვეული დროის შემდეგ კი მასზე გამოჩნდა ილონ მასკის პოსტი - იგი ირწმუნება, რომ მომავალში განახლებული ავტოპილოტი შეძლებს გვერდი დამოუკიდებლად აუაროს ღრმულებს. ლამბერტის მონათხრობმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაი ავტოპილოტის ნაკლოვანებას და მისი გაუმჯობესების აუცილებლობას. 

ამასთან, ლამბერტმა დაწერა, რომ ეს 300 კილომეტრიანი მარშრუტი მთლიანობაში საკმაოდ კარგად წარიმართა. ელექტრომობილი ითვალისწინებდა უახლოესი ავტომობილების საჩქარეებსა და დაშორების მანძილს და მოწესრიგებულად ერგებოდა საგზაო მოძრაობას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.