Jump to content

AMD-მა წარადგინა ახალი მობილური APU Ryzen Pro და Athlon Pro


Recommended Posts

კომპანია AMD იიჩნევს, რომ დესდღეობით პროცესორების ბაზარზე დამკვიდრდა ტენდენცია - ერთ მობილურ სისტემაში აუცილებელია პროფესიონალური შესაძლებლობებიცა და ხარისხიანი პერიფერია. ლეპტოპებს უნდა ჰქონდეთ გაფართოებული შესაძებლობები პროექტებზე ერთობლივი მუშაობისთვის. აგრეთვე უნდა გააჩნდეთ საკმარისი სიმძლავრე, რათა დიდ დატვირთვას გაუძონ. სწორედ ამ ტენდენციის გათვალისწინებით შეიქმნა მეორე თაობის ახალი  APU Ryzen Pro და Athlon Pro. 

image.jpeg 

კომპანიამ წარადგინა ოთხი პროდუქტი, რომლებიც წარმოადგენენ პირველი თაობის APU Ryzen Pro-სა და Athlon Pro-ს შემცვლელებს (მათი წარდგენა 2018 წლის მაისში მოხდა/ გავრცელდა სექტემბერში).  

Athlon Pro 300U  

Ryzen 3 Pro 3300U 

Ryzen 5 Pro 3500U 

Ryzen 7 Pro 3700U 

ანსაკუთრებულად დიდი ცვლილებების მოლოდინი არ ღირს - ახალ პროდუქტების უპირატესობა ძირითადად აისახება სიხშირის მცირეოდენ მომატებაში. 

image.jpeg 

საწყისი დონის უმცროსი მოდელი Athlon Pro 300U წარმოდგენილია 2 CPU ბირთვით (4 ნაკადი), მუშაობს 2,4 გჰც სიხშირეზე (მაქსიმალური - 3,3 გჰც), აქვს ინტეგრირებული გრაფიკა Radeon Vega 3. უფრო მძლავრი მოდელია 4-ბირთვიანი Ryzen 3 Pro 3300U: აქვს 4 CPU ბირთვი (4 ნაკადი), ტაქტის სიხშირეა 2,1 გჰც (მაქსიმალური - 3,5 გჰც), წარმოდგენილია ჩაშენებული გრაფიკა Radeon Vega 6. 

image.jpeg 

შემდეგი ორი პროდუქტია Ryzen 5 Pro 3500U და Ryzen 7 Pro 3700U: ესენია ოთხბირთვიანი და რვანაკადიანი მოდელები Ryzen 5 Pro 3500U წარმოდგენილია Vega 8 გრაფიკით, 2,1/3,7 გჰც სიხშირით. Ryzen 7 Pro 3700U მოდელს კი აქვს Vega 10 გრაფიკა და მუშაობს 2,3/4 გჰც სიხშირეზე. 

image.jpeg 

ჯამში, როგორც AMD აღნიშნავს, ახალი  სერიის წყალობით მრავალნაკადიანი წარმადობა 16%-ით გაიზრდება. მათ ბაზაზე შესაძლებელია შეიქმნას ლეპტოპები, რომელთა ავტონომიური მუშაობის დრო იქნება 10-12 საათი. Ryzen 7 Pro 2700U-სთან შედარებით ახალი ჩიპი Ryzen 7 Pro 3700U არც ისე განსაკუთრებულ ზრდას უზრუნველყოფს, პოპულარულ AMD Pro A12-9800B-სთან შედარებით კი ახალი ჩიპის სიმძლავრე შთამბეჭდავია: 60%-მდე - PC Mark 10-ზე, 128 %-მდე 3D Mark 11-ზე და 187 %-მდე - Cinebench NT-ზე - ასეთია მონაცემები. 

image.jpeg 

კომპანია AMD Ryzen 7 Pro 3700U მოდელს განიხილავს Intel Core i7-8650U და Core i7-7600U პროცესორების კონკურენტად. სტანდარტულ CPU დავალებებში  (PC Mark 10) პროდუქტები დაახლოებით მსგავს დონეზე არიან. მრავალნაკადიან CPU Cinebench ტესტში  AMD-ის პროდუქტი ოდნავ აღემატება Core i7-8650U პროცესორს და Core i7-7600U-ზე ორჯერ უკეთეს შედეგს აჩვენებს. გრაფიკის ტესტში კი 3700U Intel-ის ორივე პროცესორზე უკეთეს შედეგს აფიქსირებს. 

image.jpeg 

 

AMD APU-ს აქვს რამოდენიმე დისპლეის ერთდროული მხარდაჭერა (ორი 4K დისპლეიდან ოთხ 1080p ეკრანამდე). მოწყობილობაზე ხელმისაწვდომია HDMI 2.0 და DisplayPort, 4K ვიდეოს აპარატული დეკოდირება H.265 და VP9 ფორმატში, ShartShift და FreeSync ტექნოლოგიების მხარდაჭერა, აგრეთვე უსაფრთხოების სხვადასხვა ფუნქცია. 

image.jpeg 

 

image.jpeg 

მომხმარებლებს ისღა დარჩენიათ დაელოდონ ამ APU-ების ბაზაზე შექმნილი ლეპტოპების რეალურ მოდელებს. AMD აცხადებს, რომ სულ მალე მომხმარებლები იხილავენ უმაღლესი დონის მობილურ Ryzen Pro 3000 პროცესორებს კომპანიები - HP-სა და Lenovo-ს შესრულებით. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.