Jump to content

მათთვის, ვისაც სტანდარტული მაუსის გამოყენება არაკომფორტულია ხანგრძლივი თამაშებისას: 2019 წლის საუკეთესო ვერტიკალური მაუსები (WindowsCentral-ის მიხედვით)


Recommended Posts

მოცემულ განხილვაში წარმოდგენილი იქნება ორი ვერტიკალური გეიმინგ-მაუსი: NPET V20 Wired RGB და VicTsing Wireless Ergonomic Mouse. 

NPET V20 Wired RGB 

image.png 

პირველი მათგანი - ეს არის შესანიშნავი გეიმინგ-მაუსი, რომელიც მეტად მოსახერხებელია, აქვს შესანიშნავი ოპტიკური სენსორი და შთამბეჭდავი RGB განათება. უნდა ითქვას, რომ მოწყობილობა არ არის იდეალური, თუმცა იგი ნამდვილად საუკეთესო ვერტიკალური მაუსია, რომლის მოხმარებაც შეუძლიათ დესკტოპ-გეიმერებს 

მათთვის, ვისაც სურს შეიძინოს კონკრეტულად თამაშებისთვის განკუთვნილი ვერტიკალური მაუსი, NPET V20 RGB - იდეალური ბალანსია ხარისხს, ვიზუალსა და ფასს შორის. 

Amazon-იდან ხსენებული მაუსის გამოწერა შეგიძლიათ ბმულზე: https://amzn.to/2KgBc7c 

ვისთვისაა განკუთვნილი NPET V20 RGB? 

თუკი ხშირად გაწუხებთ ტკივილი მხრების არეში, ხელის მტევნების ტკივილი ჩვეულებრივი მაუსის გამოყენებისას, ვერტიკალური მაუსი იდეალურად შეგეფერებათ. ამგვარი ტიპის მაუსები გათვლილია სწორედ იმაზე, რომ მათზე ხელის მტევანი განთავსდეს უფრო ბუნებრივ პოზიციაში განსხვავებით ჩვეულებრივი მაუსებისა. შედეგად კი ასეთი მაუსი შეამსუბუქებს დატვირთვას და შესაბამისად ტკივილს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაუსი განსაკუთრებით ხელსაყრელია ხანგრძლივი თამაშების მოყვარულებისთვის. 

ხარისხიანი ვერტიკალური მაუსები ბაზარზე ცოტაა. ამასთან, ამგვარი პროდუქტი არც თუ ისე იაფია. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში NPET V20 RGB-ზე უკეთესი მაუსი გამოჩნდეს ბაზარზე, ასე რომ ახლა სწორედ ის დროა, შეიძნოთ იგი. 

დადებითი მხარეები: 

კომფორტული დიზაინი; 

high DPI, შესანიშნავი სენსორი; 

პროგრამირებადი ღილაკები 

მინუს(ებ)ი: 

ზოგიერთი ღილაკი ძალიან პატარაა. 

რაც შეეხება წარმადობას, თამაშის პროცესში მაუსის წარმადობა ძალიან კარგია: მისი სენსორი ჩვეულებრივი გეიმინგ-მაუსების მსგავსია და აქვს DPI 4000 დიაპაზონი. ეს არც ისე ბევრია ჩვეულებრივი საზომებით, თუმცა ვერტიკალური მაუსის კვალობაზე შესანიშნავი შედეგია, რადგანაც ამ ტიპის მაუსების უმეტესობას აქვს 2400 პიქსელი გაფართოება. 

გარდა ამისა, მაუსი აღჭურვილია პროგრამირებადი ღილაკებითა და RGB RGB განათებით, რომლის მართვაც შესაძლებელია გეიმერის გემოვნების შესაბამისად. ჯამში, დასაფასებელია ის, რომ ვერტიკალურ მაუსს აქვს ჩვეულებრივი მაუსებისთვის დამახასიათებელი ნიშნები.  

NPET V20 RGB-ის ერთადერთი ნაკლი ის გახლავთ, რომ მისი ზოგი ღილაკი მეტად პატარაა, თუმცა ეს ნაკლებად მნშვნელოვანია. მაუსის ფასი დაახლოებით 30 დოლარია. 

NPET V20 RGB-ის ალტერნატივა 

თუკი გსურთ ვერტიკალური გეიმინგ-მაუსის შეძენა, რომელიც ზემოთხსენებული მოდელივით ძვირი არ ღირს, მაშინ უსადენო ერგონომიული მაუსი VicTsing - ეს სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ. მას არ აქვს NPET-ის მსგავსი დიდი სენსორი, არც მასავით შთამბეჭდავი DPI დიაპაზონი ან მიმზიდველი ფერადი განათება, თუმცა იგი 50%-ით იაფია მასზე. ამიტომ ეს  მოდელი მშვენიერი არჩევანია მათთვის, ვინც ბიუჯეტში შეზღუდულია. 

VicTsing Wireless Ergonomic Mouse 

image.png 

სულ რაღაც 14 დოლარად შეგიძლიათ შეიძინოთ VicTsing Wireless Ergonomic Mouse. მას NPET V20 RGB მაუსთან შედარებით ნაკლები შესაძლებლობები აქვს, თუმცა მის დადებით მხარეს დაბალი ფასი წარმოადგენს. 

VicTsing მაუსი შეგიძლიათ შეიძინოთ ბმულიდან: https://amzn.to/2uQwl2h 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.