Jump to content

Bloomberg-ის ანალიტიკოსი: Bitcoin-მა მიაღწია შესყიდვების უმაღლეს დონეს რეკორდული „ხარული მოძრაობის“ პერიოდში


Recommended Posts

image.png

Bloomberg-ის ანალიტიკოსი Mike McGlone წერს სტატიაში, რომ Bitcoin (BTC) იმყოფება ყიდვის რეკორდულ სიმაღლეზე 2017 წლის დეკემბრის შემგომი ვითარების ფონზე. 

ანგარიშის თანახმად Bitcoin-ის GTI Global Strength Indicator აჩვენებს, რომ მონეტა ასეთი მასშტაბებით არ გაყიდულა მას შემდეგ, რაც მისმა ფასმა მიაღწია რეკორდულ 20 ათასდოლარიან ნიშნულს. Bloomberg-ს ანალიტიკოსი ასევე ამტკიცებს, რომ ანალოგიური მოდელები წარსულში წინ უძღოდა გრძელვადიან ვარდნებს. 

image.png 

McGlone-ის თქმით, ბაზრის მცირე ხნისწინანდელი ზრდა მოხდა ფასების გრძელვადიანი შეკუმშვისა და ცვლილებების - ფასის მოძრაობის დაბალი დონის გამო, რის შედეგადაც ფასი „გალიიდან გათავისუფლდა“. McGlone-მა განაცხადა, რომ მისი აზრით მცირე ხნის წინ დაწყებულ ზრდას ვარდნის პერიოდი მოჰყვება“ 

ახლა ეს დროის ხანგრძლივობის საკითხია და ვეჭვობ, როდესაც ამხელა bubble გაქვთ, მუდამ გეყოლებათ უამრავი ადამიანი, ვისაც გაყიდვა სურს“. 

სტატიაში აგრეთვე მოყვანილია David Tawil-ის, crypto hedge fund ProChain Capital-ის პრეზიდენტის ციტატა, რომელიც, როგორც ცნობილია, ელოდება, რომ ბაზარზე დაიწყება ფასების შემცირების ტენდენცია. იგი აღნიშნავს, რომ „სასიამოვნოა პოზიტიური მოძრაობის ხილვა და არა უარყოფითის“, თუმცა ამბობს, რომ ეს არაა დამამშვიდებელი: 

„რა თქმა უნდა, ინვესტორს ურჩევნია იხილოს მუდმივი მინიმალური დონის მქონე ეტაპობრივი, სტაბილური ზრდა ნაკლოვანებების მოგვარების კუთხით, ვიდრე ხედავდეს ზრდის ძალიან სწრაფ ტემპს. ეს მარტივად შეიძლება ნიშნავდეს ადვილად მოსულს - ადვილად წასულს“. 

McGlone-ისა და Tawil-ის ანალიზი, როგორც ვხედავთ, განსხვავდება Fundstrat Global Advisors-ის თანადამფუძნებლის, Thomas Lee-ს ანალიზისაგან. როგორც გუშინდელი სტატიიდან ვიცით, Lee-ს აზრით Bitcoin- ხარულ ტრენდს დაუბრუნდა. Lee- მიუთითა იმაზე, რომ TBC-მა გადალახა 200-დღიანი ცვლადი შუალედი (Moving Average). 

გარდა ამისა, McGlone-ს არ ეთანხმება ტრეიდერი და ავტორი Peter Brandt და აცხადებს, რომ არ გაუკვირდება, თუკი Bitcoin-ი ახალ პარაბოლურ ფაზაში შევა. 

მიმდინარე კვირაში წამყვანმა ამერიკულმა კრიპტო მარკეტმა CME Group-მა აღნიშნა, რომ მისმა Bitcoin-ფიუჩერსებმა 4 აპრილისთვის რეკორდული მოცულობები დააფიქსირა. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.