Jump to content

სუპერფლაგმანი Galaxy S10 5G უკვე იყიდება სამხრეთ კორეაში


Recommended Posts

5 აპრილს სამხრეთ კორეაში დაიწყო Samsung Galaxy S10 სერიის წარმომადგენლების გამოსვლა ქვეყანაში 5G ქსელის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ინტერნეტში გამოჩნდა მონაცემთა გადაცემის სიჩქარის ამსახველი უამრავი ინფორმაცია, პარალელურად კი ცნობილი გახდა ხსენებული სმარტფონის შესახებ საინტერესო მახასიათებლები. 

image.jpeg 

Galaxy S10 5G სმარტფონს აქვს X50 მოდემი, 45000 მილიამპერი/სთ მოცულობის ბატარეა, 6,7-დუიმიანი ეკრანი, მეოთხე 3D კამერა Time-of-Flight (ToF). 

image.jpeg 

ახალი 5G სმარტფონის კორპუსი 20%-ით დიდია S10-თან შედარებით, თანაც უკანა მხარეზე განთავსებულია ლოგიტიპი 5G. აგრეთვე შესაძლებელია აღინიშნოს ზედა ნაწილში ჩართვა/გამორთვის ღილაკი და ეკრანზე დატანილი დაქტილოსკოპიური სკანერი. გვერდებზე არსებული ლითონის ჩარჩოები გაცილებით წვრილია და გარკვეულ ადგილს უთმობს უკანა პანელს. 

image.jpeg 

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ToF კამერის სენსორის სიღრმე, რომელიც ხელს უწყობს შერეული რეალობის ამოცანების შესრულებას, ფონის გაბუნდოვნებას ფოტოებსა და ვიდეოებზეც კი, აგრეთვე სუსტი განათებისას მიმდინარე გადაღებების დროს. საინტერესოა ისიც, რომ ასეთივე ცვლილებები შეეხო ფრონტალურ კამერასაც, სადაც მეორე 8-მეგაპიქსელიანი კამერა ჩანაცვლდა ToF სენსორით. სიღრმის კამერები წარმატებით გამოიყენება Huawei P30 Pro-ში - საზოგადოება იმედოვნებს, რომ Galaxy S10 5G არ იცრუებს ფოტოების გამოქვეყნებისას და ფოტოგადაღების შესაძლებლობები თანდათან კიდევ უფრო გაუმჯობესდება. 

image.jpeg 

5G ვერსიის კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი ცვლლება S10-თან შედარებით არის ორმაგად სწრაფი ფლეშ-მოდული, Universal Flash Storage 2.1 სტანდარტიდან  ახალ UFS 3.0. სტანდარტზე გადასვლის სწყალობით. Samsung- აცხადებს, რომ კითხვისა და ჩაწერის სიჩქარე აღწევს შესაბამისად 2100 და 410 მბ/წმ-ს. ასევე გაიზარდა დატენვის სიმძლავრეც - 15-დან 25 ვატამდე. 

image.jpeg 

წარმადობას რაც შეხება, Nikkei ავრცელებს შემდეგ მაჩვენებლებს: შენობის შიგნით სიჩქარეა 193 მბიტი/წმ, რაც ოთხჯერ მეტია S9-ის შესაძლებლობაზე. ღია სივრცეში კი სიჩქარე 430 მბიტი/წამია. – „1,9 გიგაბაიტიანი თამაშის ჩამოტვირთვას 4G ქსელით სჭირდებოდა დაახლოებით 6 წუთი და 28 წამი, 5G ქსელის შემთხვევაში კი ეს დრო მხოლოდ 1 წუთსა და 51 წამს შეადგენს. რა თქმა უნდა სიჩქარე ბევრად მაღალია, თუმცა ჯერჯერობით შორსაა იმ მოლოდინისა და მტკიცებებისგან, რომ 5G ოცჯერ უფრო სწრაფი იქნება“ - აცხადებს საინფორმაციო რესურსი. ასეა თუ ისე, მეხუთე თაობის ქსელის ამოქმედება და გავრცელება ჯერ ახლა იწყება. მაგალითად, ამერიკულმა ოპერატორმა Verizon-მა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ქსელის სიჩქარე უფრო და უფრო გაიზრდება მოდერნიზაციისა და ოპტიმიზაციის შედეგად. 

სამხრეთ კორეაში Samsung Galaxy S10 5G ხელმისაწვდომია შავ, ეთრ და ოქროსფერ ფერებში, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე ფერთა არჩევანი სავარაუდოდ განსხვავებული იქნება. Bloomberg-ს ინფორმაციის თანახმად აშშ-ში ხსენებულ სმარტფონზე წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყება 18 აპრილს, მაღაზიებში კი 16 მაისს გამოჩნდება. ამის შემდეგ გაყიდვები დაიწყება სხვა ქვეყნებში. კორეაში პირველი სრულფასოვანი 5G სმარტფონი 256 გბ მეხსიერებით იყიდება დაახლოებით  1230 აშშ დოლარის ეკვივალენტში, 512 გბ მოცულობის მეხსიერების მქონე მოდელის ფასი კი 1350 აშშ დოლარს შეადგენს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.