Jump to content

Cyberpunk 2077-მა ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა Gamescom Awards 2020-ზე


gio_kiborg

Recommended Posts

მინიმუმ ვიტჩერის დონის და ხარისხის რო იქნება, ეგ მგონი სათუო აღარაა. ახლა მთავარი უკვე ოპტიმიზაცია და თამაშის შიდა სისტემის გამართულობაა :D შეფასებებზე რო მიდგება საქმე, ზოგმა ვიგინდარამ შეიძლება მარტო იმის გამო მიარჭოს 0, რო თამაშიდან გამოაგდო, ან ფპს ქონდა არასტაბილური ან რავიცი კიდე, მილიონი ნიუანსია. ეგრე არ მოიქცნენ rdr 2-ზე?! მე პირადად კი ძაან მაგრად მკიდია ეგ მაგათი შეფასებები, პროსტა გულდასაწყვეტია როცა შედევრს და მაღალი დონის იგრას სირობას უწერენ

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

  • Replies 539
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ეგ გეიმერები, პრესაში 95%-მდე აქვს მაგ თამაშს, ამიტომ დაფასებულია დასტოინათ, რაც შეეხება ოპტიმიზაცია-ბაგებს ეგეც მნიშვნელოვანია მაგრამ შეიძლება იდეალურ ფორმაში თავიდან ვერ იყოს, თუ თამაშია მაღალი დონის არც ეგაა პრობლემა RDR2 არ იყოს, ეხლა კი ითამაშება უკვე ნორმა გრაფიკითაც თუ ნორმალური სისტემა გაქვს, ისე ამ თამაშს მე არც RDR2 შევადარებდი და არც მესამე ვიჩერს, როგორც მაგ ორს ერთმანეთში, სხვადასხვა ტიპაჟის იგრებია სამივე მაინც და მაგიტომ, ოპენ ვორლდის გარდა ბევრი საერთო არც ქონდეს შეიძლება მაგ 3 თამაშს, ნუ შეიძლება მარტო შეფასებები პრესაში, ამ ახალს არ ვიცი რას დაუწერენ ზუსტათ, მაგრამ ეგ იგრები ორივე ძალზე კარგათაა შეფასებული

Link to comment
Share on other sites

14 hours ago, მიშკა said:

მინიმუმ ვიტჩერის დონის და ხარისხის რო იქნება, ეგ მგონი სათუო აღარაა. ახლა მთავარი უკვე ოპტიმიზაცია და თამაშის შიდა სისტემის გამართულობაა :D შეფასებებზე რო მიდგება საქმე, ზოგმა ვიგინდარამ შეიძლება მარტო იმის გამო მიარჭოს 0, რო თამაშიდან გამოაგდო, ან ფპს ქონდა არასტაბილური ან რავიცი კიდე, მილიონი ნიუანსია. ეგრე არ მოიქცნენ rdr 2-ზე?! მე პირადად კი ძაან მაგრად მკიდია ეგ მაგათი შეფასებები, პროსტა გულდასაწყვეტია როცა შედევრს და მაღალი დონის იგრას სირობას უწერენ

ზუსტად ''ოქროს სიტყვებია'' გეთანხმები 100% ით, დღეს ყველა გეიმერობს და ვითომ მაგარი კომპეტენტური გონია თავი მაგ სფეროში და ბევრ უმაგრეს თამაშზე ისეთი ტუტუცობები დაუწერიათ რო რავი, ეგრე უმინოსო თამაში არ არსებობს მემგონი მაგრამ რაღაცა კვეცხობა არგუმენტებს რო მოთხრიან ხოლმე ნერვი მეშლება/ თან მეცოდებიან 😄 ეგრე Witcher 3 საც ააქ რაღაც პატარ-პატარა მინუსები მაგრამ ჩემთვის უსაყვარლესი თამაშია, გეიმინგ სამყაროში ერთ-ერთი ოქროს ასოებით ჩაწერილი თამაშია შედევრებს შორის. და სანამ მე თვითონ არ ვნახავ ხოლმე კონკრეტულ იგრას ძირ-ფესვიანად რა არი და როგორია სხვისი რივიუ/აზრები სულ არ მაინტერესებს.

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

ხვალ ღამის 9 საათზე მეხუთე ონლაინ პრეზენტაცია იქნება Night City Wire-ის. წინა 4 ეპიზოდები 25 წუთიანები იყო მხოლოდ, ეს კიდე ყველაზე დიდ ხნიანი იქნებაო https://www.playground.ru/cyberpunk_2077/news/pyatyj_vypusk_night_city_wire_sostoitsya_v_sleduyuschij_chetverg-1076097

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Cyberpunk 2077

საინტერესო ფაქტები და წინარე ისტორიები

      Cyberpunk 2.0.2.0.  ''კლასიკური როლფლეინგ თამაში ბნელ მომავალზე''  იყო პოპულარული ეგრედწოდებული ''კალმით ქაღალდზე'' ინტერაქცუილი RPG სერიის Cyberpunk მეორე გამოცემა. თამაში შეიქმნა მაიკ პონდსმიტის მიერ და შემდეგ იყო განახლებული ორიგინალი Cyberpunk 2013 შინაარსობრივ კანონებზე მის მიერვე.                                                                                                                                                                                  d4161e8ba95b.jpg

        მეორე გამოცემა იყო დასათაურებული უკვე 2020-ით და ასახავდა განახლებულ სამყაროს ამავე წლის შესახებ და წარმოდგენილი იყო სამაგიდო თამაშის მსგავსი სახით. cyberpunk 2020 მინი კომიქსის მსგავსი სკეჩბუქებით და სათავგადასავლო ისტორიებით მრავალ განშტოებად გაიშალა, ამათგან ერთ-ერთი Firestorm სერია მოგვითხრობდა 2022 წლის და მეოთხე კორპორაციული ომის შესახებ.

       2005 წელს გამოვიდა cyberpunk V3.0 ხოლო უკვე 2013 წელს დაანონსდა ვიდეო თამაში, რომელიც ოფიციალურად გააგრძელებდა ისტორიის ხაზს, პროექტს სათავეში ედგა პოლონური გეიმდეველოპერი კომპანია CD projekt red.           

ღამის ქალაქის (Night City) წარმოშობა

       night city - ქალაქს სადაც ყველას უნდა ცხოვრება, სადაც მეგა კორპორაციები სრულ მონოპოლიას ფლობენ და ქუჩებს საშიში გენგ/დაჯგუფებები აკონტროლებენ, თავის წარმოშობის ისტორიაც აქვს. ყველაფერი დაიწყო ერთი ამბიციური კაცის სურვილით, მას ქონდა ოცნება რომლის რეალობაში ხილვას, რთული წარმოსადგენი იყო თუ ოდესმე მოესწრებოდა. 

      1994 წელი ქალაქის ისტორიის დასაწყისია. ეს კი ადამიანი სახელად რიჩარდ ნაითი ( Richard night )                                                                               2b7d4ede1d8c.jpg                                                                  ბიზნესმენი და თანამედროვე ქალაქგეგმარებასა და არქიტექტურაში ჩახედული პიროვნება, რომელსაც ქონდა სურვილი დაეარსებინა სუპერგანვითარებული ქალაქი, რომლის მსგავსიც მსოფლიოში არსად მოიძებნებოდა. 1990-ში მან დაარსა საკუთარი ჰოლდინგი რომელიც ემსახურებოდა ქალაქის მშენებლობისა და არქიტექტურული კეთილმოწყობისთვის განკუთვნილი იდეების შექმნას, იმ დროისთვის, შეერთებულ შტატებსა და ზოგადად მსოფლიოში შექმნილი რთული სიტუაციების გამო (ნაომარი და გაუბედურებული ტერიტორიების არსებობა), მთავრობები კონტროლს კარგავდნენ ხელისუფლებაზე, რის შედეგადაც უმსხვილესი მეგაკორპორაციები ახერხებდნენ სიცარიელის შევსებას და ძალაუფლების დიდი ნაწილის მოპოვებას. ნაითის გეგმას, შეექმნა უდიდესი ქალაქი, ჭირდებოდა კაპიტალი და მხარდაჭერა რომელიც, ზუსტად კონკრეტულ მომენტში გაუმართლა და ხვდა წილად. 1992 წელს  ARASAKA, EBM(euro business machines corp.) და PETROCHEM მაგნატებმა დააფინანსეს ნაითის წამოწყება. ტერიტორიულად ქალაქი გაშენდა კალიფორნიის შტატში 1993 წელს და მას კორონადო სითი ეწოდა. დროთა განმავლობაში, ქალაქის მშენებლობაში ჩართული ორგანიზაციები გაკოტრდნენ და მოუწიათ მაფიის კლანებთან ფინანსური თანამშრომლური ურთიერთობების დამყარება, საქმე იქამდე მივიდა რომ ნაითის ხელშეუხებლობა ბევრ მათგანს არ მოსწონდა, მას რამდენიმე წლის განმავლობაში ატერორებდნე და საბოლოოდ 1998 წლის 20 სექტემბერს ნაითი საკუთარ პენტჰაუსში მოკლეს. კორონადო სითის კი მის საპატივცემულოდ Night City ეწოდა.                                           23553f9a69e1.jpg

   მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში, მაფიის კლანებსა და ნაით სითის წილის მფლობელ მეგაკორპორაციებს შორის უთანხმოებებს მასშტაბური სახე მიეცა, ამ ყველაფერს კი კორპორაციებმა არ დაუთმეს დიდი ყურადღება და 2005 წელს დაიკიდეს ქალაქის ბედი და მომავალი, რასაც ძალიან მალე სრული ანარქია მოყვა, ძალადობა და სისასტიკე ნაით სითის ყოველდღიურობად იქცა, ამ ეპოქას Dark Age ეწოდა. ეს გრძელდებოდა 2009 წლამდე, სანამ კორპორაციების თამაშში დაბრუნების აუცილებლობა არ გახდა საჭირო. მაგალითად, არასაკამ ალესილი კბილები გამოაჩინა და მაღალი კლასის, სუპერ აღჭურვილობით შეიარაღებული სამხედრო დანაყოფები პირდაპირ ქუჩებში გაუშვა კონტროლის დასამყარებლად,

                                                                            4049ca04edbc.jpg 

 

   da36f794f737.jpg 

  რამაც შედეგი გამოიღო და კლანები ცოტა შეაშინა, აიძულა უკან დაეხიათ. საბედნიეროდ, მომავალი რვა წლის განმავლობაში, ქალაქში სიტუაცია თანდათან დასტაბილურდა და ნაით სითის დამაარსებლის სურვილი თითქმის ბოლომდე ახდა, ქალაქი ნამდვილ მეგაპოლისად იქცა, მრავალეთნიკური მოსახლეობით, მაღალგანვითარებული სუპერტქნოლოგიებით, თუმცა მაფიის კლანები და დაუმორჩილებელი დამნაშავეები მაინც დარჩნენ ქალაქის ცხოვრების შემადგენელ ნაწილად. ეს ყველაფერი კი იმ საშინელ დღემდე...თუ ბი ქონთინუედ!🧐 

 84a873d6fdcb.jpg


 

თემა გადმოთარგმნილია ოფიციალური წყაროებიდან 

  • Thanks 2
  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

ახალი gameplay დღეს არ უნდა გაუშვან? თუ 29-ში? 

Link to comment
Share on other sites

კი ჩვენი დროით 21:00 საათზე დღეს

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

მგონი მართლა 10-ში გამოვა საბოლოოდ და აღარ გადაიდება მეტი... 

ძაან მაგრადაა დახვეწილია და ამდენი შესაძლებლობა არ ვიცი, ყველანაირ მოდიფიკაციას უკეთებ შენს ჩერექთერს, მოლეკულების დონეზე ლამის...

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

HdcIoQduoaoUUrJay5qGVw.jpeg

OWAFlyoC4WM419TERmr0Fw.jpeg

xZtgCl-4PbE_FJ1uOL76JA.jpeg

181mxrEcuNfwrOu6yrV5VA.jpeg

Cjkl905JGK4B6wZHbvmH-w.jpeg

1vrrf8FtcVq4llEUypXY8Q.jpeg

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Thats what i'm talking about  oOO my....   სიგიჟეა🤩 თან ამ ვიდეოში ისეთი მომენტები გამოჩნდა როო... ძველი სკეჩ/კომიქსის სცნები დამიდგა თვალწინ პრეისტორიული სცენებიც გაუცოცხლებიათ

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

2 მინუსი პირადად ჩემთვის რაც ამ თამაშს აქვს, პირველი ნუ ადრეც ვთქვი და ეს არის არჩევითობა რომ არ შეგიძლია 3thd პერსონის და first პეროსნის ხედვის და მეორე რაც არ მომეწონა არის ეს:

Untitled.jpg

აი ეს რო ეწერება რამდენი აკლდება სროლით და ჰედშოტს რო ადებ და ეგრევე მიკლავს რეალიზმის შეგრძნებას რაა, არადა ეს დამახასიათებელია ვიცი RPG-ი ჟანრის თამაშებისთვის მაგრამ აი კონკრეტულად ამას ცვეტში არ უხდება, არ ვიცი სხვისი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით მაგრამ ჩემი ინდივიდუალური მოსაზრებით ეს არის მარაზმი...

Link to comment
Share on other sites

კორპორაციული ომები

                                    ამ თემაში მოგიყვებით საიბერპანკის სამყაროში მომხდარ კორპო. ომებზე☠️

   პირველი სერიოზული შეტაკება, რომელიც 2004-2006 წლებში მიმდინარეობდა და კორპორაციული ომის სახე მიიღო, იყო EBM (Euro Business Machines) და Orbital Air-ს შორის. დავა მიდიოდა Transworld Airlines (TWA) შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც თავის მხრივ ჩაძირვის პირას მყოფი კომპანია იყო. EBM -ს გადაწყვეტილი ჰქონდა უკვე TWA-ს შესყიდვა როდესაც საქმეში Orbital Air - ჩაერია და მოლაპარაკება ჩაიშალა. EBM-მა ჩაშლილი მოლაპარაკების გამო დაიქირავა ტერორისტების მცირერიცხოვანი რაზმი რათა გაეტაცებინათ და საქმეს ჩამოეშორებინათ Orbital Air -ის ბიზნეს ჯგუფი. ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა და საბოლოოდ გაირკვა რომ ტერორისტულ აქტს სათავეში EBM ედგა. Orbital Air-მა თავის მხრივ საპასუხოდ ჰაკერეპისგან დაკომპლექტებული კორპორაცია Zetatech ჩამოაყალიბა, შემდგომ კი EBM-ზე სერიოზული ჰაკერული თავდასხმა განახორციელა. არც Orbital Air -ის ცდა აღმოჩნდა წარმატებული, შეტევა მოიგერიეს და აიძულეს ნებისმიერი ძალის გამოყენებისგან თავშეკავება და უკან დახევა. კიბერ ომში Zetatech ის დამარცხების შემდეგ, EBM– მა დაიწყო საკუთარი შეტევები - ფიზიკური და ტექნოლოგიური TWA– სა და Orbital Air– ის ობიექტების წინააღმდეგ. ორივე მხარე ერთმანეთს უსასტიკესი მეთოდებით ებრძოდა, კერძოდ ტერორიზმის, ქსელური თავდასხმების, მეკობრეობის, დაქირავებული მკვლელებისა და დისტანციურად მართული მარიონეტული ჯარისკაცების გამოყენებით. ამ პერიოდში ორივე კომპანიამ მილიონობით ევროდოლარით (ფიქციური ვალუტა საიბერპანკის სამყაროში) იზარალა.

   მეორე კორპორაციული ომიც მსხვილი მასშტაბის გამოდგა, სადაც ერთმანეთს ისევ ორი მეგა კორპორაცია  Sovoil  და Petrochem დაუპირისპირდა. 2006 წელს SovOil– მა დაიწყო ციმბირიდან CHOOH2– ის წარმოება, ალკოჰოლზე დაფუძნებული საწვავის, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა მანქანებისთვის. Petrochem– მა, CHOOH2– ის პირველმა მწარმოებელმა, შესთავაზა SovOil–ს განახლებული ტექნოლოგიით მომარაგება რაც მეტად გაუადვილებდა მათ საქმიანობას, ამ შეთავაზებასთან ერთად კი Petrochem-ს ციმბირის ტერიტორიის ნაწილი უნდა მიეღო. ამ ორი მაგნატის შეთანხმებამდე, როდესაც მოლაპარაკებები თითქმის დასრულებული იყო, ბოლო წუთს Sovoil-ში მიიღეს გადაწყვეტილება რომ ეს კონტრაქტი ტყუილი რესურსის კარგვა გამოდიოდა, და შეთანხმება გაუქმდა. 2007 წელს ორივე კომპანია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სერიოზულ ტერიტორიებს ფლობდა, ამბიციებმა კი ისინი საბოლოოდ დააპირისპირა ერთმანეთს. მათ შორის სერიოზული შეტაკება Sabina Bravo-ს აფეთქებამ გამოიწვია, ეს იყო საზღვაო ნავთობმომპოვებელი პლატფორმა, რომელიც Petrochem- ს ეკუთვნოდა. Petrochem-მა რათქმაუნდა დაადანაშაულა SovOil-ი ტერორისტულ ქმედებაში, ეს ყოველივე  დრო და დრო დიპლომატიურ უთანხმოებებშიც გადაიზარდა. მოგვიანებით უკვე Petrochem-მა გასცა იგივე დავალება და ააფეთქა SovOil–ის პლატფორმა. ეს დაპირისპირება ძალიან ძვირი დაუჯდა ორივე მეგაკომპანიას. პეტროჩემმა შეძლო მოკლე დროში უპირატესობის მოპოვება, კუნძული Spratly Island ხელში ჩაიგდო, და  შეიწირა ანოტოლი ნოვიკოვო, SovOil– ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი. თუმცა ეს არ აღმოჩნდა ხელისშემშლელი SovOil-სთვის, ბრძოლის ბედი შემოეტრიალებინა და რამდენიმეხნიანი შეტევების შემდგომ სამხრეთ ჩინეთის ზღვას სრულად დაეპატრონა. ყველაზე ღადაობა ისაა რომ ეს ომი მოყვა არა ტერორისტულ შეტევას, არამედ უბრალო ავარიას Petrochem-ის  Sabina Bravo -ს სადგურზე :lol2: ამ კონფლიქტის მიერ მიყენებული ზარალი მსოფლიოსთვის მიუღებელი და შეუფასებლად დიდი აღმოჩნდა. ორივე მხარეს კი ბრალი ედებოდა ეროვნულ და საერთაშორისო კანონების უხეშ დარღვევაში.

  მესამე კორპორაციული დაპირისპირება წინა ორისგან განსხვავდება, ეს იყო კიბერ-ომი, ბრძოლა კომპიუტერული ქსელების მეშვეობით. მიმდინარეობდა 2016-17 წლებში. საომარი მოქმედებები მაშინ იწყება, როდესაც ლოს-ანჯელესის სავაჭრო პალატის შემსწავლელებმა კომისიამ აღმოაჩინა დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვითაც Merrill, Asukaga და Finch კერძო კომპანია, Rothstein ფონდის (ნიუ იორკის ბანკის შვილობილი) სახელს უკანონოდ იყენებდა. Rothstein-ს დაინტერესდა ასეთი უკანონო ქმედების უკან არსებული სიმართლით და საკუთარ ჰაკერებს დაავალა გაერკვიათ მაქინაციური სიტუაციის არსის გაგება. MA&F -მა ეს ოპერაცია ჰაკერულ თავდასხმად აღიქვა და საპასუხოდ თავისი ჰაკერული ჯგუფის გამოყენება გადაწყვიტა, თავდასხმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა რომ Rothstein -ს სერვერული ბაზა გაუნადგურა. დასაბამი მიეცა სერიოზულ შეტაკებას ვირტუალური რეალობის სამყაროში, სადაც შემდგომში ჩაერია Netwatch (სამართალდამცავი კიბერორგანიზაცია რომელიც ფინანსდებოდა სახელმწიფო ორგანოების მიერ და დაარსდა 2013 წელს ინგლისში, მას ევალებოდა კიბერ უსაფრთხოების დაცვა ევროპა-ამერიკის მაშტაბით) რომელმაც რაღაც დონეზე აღკვეთა ჰაკერული მოქმედებები. ამის მიუხედავად MA&F -მა და Rothstein -მა უკვე რეალურ სივრცეში დაპირისპირება დაიწყეს დაქირავებული მებრძოლების დახმარებით. ომს შეეწირა უამრავი ადამიანი, მილიონობით დოლარის მატერიალური ზარალი მიადგა ქალაქებს. კიბერ შეტევები ერთმანეთის მიმართ ბოლომდე მაიც არ შეჩერებულა, საბოლოოდ ამდენს ვეღარ გაუძლო Rothstein -მა და ორგანიზაციის სახე დაკარგა, ჩამოიშალა. ადამიანები დიდხანს საუბრობდნენ ომის ასეთ სახეზე, ჰაკერულ თავდასხმებზე და თუ რამდენად საშიში იყო ეს ყოველივე.

   მეოთხე ყველაზე მასშტაბური და საკვანძო დაპირისპირება რომელმაც საბოლოო სახე მისცა საიბერპანკის სამყაროს, იყო გლობალური კონფლიქტი რომელიც 2021 - 2023 წლებში მიმდინარეობდა. ერთმანეთს ორი დიდი აქვაკორპორაცია (ანუ წყალქვეშა ტრანზიტის ამბავში) ესენი იყვნენ ფრანგული C.I.N.O.  და ამერიკული  OTEC  დაუპირისპირდნენ IHAG-ის (ასევე წყალქვეშა სატრანზიტო კომპანია რომელიც ამ პერიოდში ფინანსური პრობლემების გამო დაიშალა)  ფინანსური წილებზე ვერ შეთანხმების გამო. ერთწლანი დაუშოშმინებელი შეტაკებები ვერც ერთი მათგანისთვის სასურველად ვერ სრულდებოდა ამიტომაც გადაწყვიტეს საომარი მზადყოფნის გაძლიერება და ორ (ერთმანეთთან უკვე დაპირისპირებულ) მეგაკორპორაციასთან გააფორმეს მეგობრობა. OTEC-მა MILITECH დაიმეგობრა, C.I.N.O.-მ კი ARASAKA. მსოფლიოში არსებული ორი უმსხვილესი გასამხედროებული მეგაკორპი, ორივე არასაკა და მილიტეკი მრავალი წლის განმავლობაში კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს მომგებიან კონტრაქტებზე ტაციაობაში. აღმოჩნდა რომ, ჩვეულებრივი დიპლომატიური და მშვიდი საუბრები ორივე მათგანს მობეზრდა და დრო იყო ერთმანეთისთვის კუნთებიც ეჩვენებინათ 💪. ეს კორპორაციები უმაღლესი განვითარების სამხედრო ტექნოლოგიებს ფლობდნენ და ზედმეტად საშიშ ძალას წარმოადგენდნენ ნებისმიერი დაპირისპირებისთვის. ''მცირემასშტაბიანი'' შეტაკებები კი სწრაფად იზრდებოდა მასშტაბურში და მალე მთელი მსოფლიოს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევაც მოახერხეს. ტოკიო, იოკოჰამა, ვაშინგტონი, ჩიკაგო, ნაით სითი, ეს ომში მონაწილე ქალაქების ჩამონათვალია. ომი იმდენად მასშტაბური გახდა რომ არასაკას მოკავშირე ევროპის ეკონომიკურმა საბჭომ მისი დაფინანსება შეწყვიტა, იმ იმედით რომ ომი ნელ-ნელა შეჩერებულიყო, იგივე მოიმოქმედა იაპონიის მთავრობამაც და იაპონიის პრემიერ მინისტრმა ARASAKA-სკონტროლის ქვეშ აყვანა დააპირა, თუმცა საბურო არასაკამ(ARASAKA-ს დამფუძნებელი და მეპატრონე)თავის გავლენა გამოიყენა და პრემიერს ხელი შეუშალა ჩანაფიქრის ასრულებაში. არასაკას მეამბოხე ვაჟი, იორინობუ არასაკა ჰყავდა, რომელმაც კრიტიკულ მომენტში იაპონიის მთავრობას საჭირო ინფორმაცია მიაწოდა არასაკას კომპანიის შესუსტებისთვის. შეიძლება ითქვას რომ ომი ნაწილობრივ დასრულდა, თუმცა არა შტატებში. მილიტეკის დადუმება სცადა ამერიკის პრეზიდენტმა ელიზაბეტ კრესმა და წარმატებასაც მიაღწია (კომპანიის დამაარსებელი და დირექტორი იყო დონალდ ლანდი) . ნაით სითიში არასაკა და მილიტეკი მაინც კბენდნენ ერთმანეთს, როდესაც მილიტეკის აღჭურვილობით შეიარაღებულმა ანარქისტების დაჯგუფებამ არასაკას ამერიკულ სათაო შენობაში მინი ატომური ბომბი გააქტიურეს, რასაც აფეთქება მოყვა. კორპორაციული ომი 2023 წელს სრულდება, არასაკას კი იაპონიის მთავრობა გავლენის ზონას უმცირებს და ჩვეულებრივ კორპორაციად აღიარებს რომელსაც შეზღუდული რაოდენობის პრივილეგიები რჩებოდა. მილიტეკს რაც შეეხება, მასზე კონტროლი გაამკაცრა პრეზიდენტმა ელიზაბეტ კრესმა, და კომპანია შეერთებული შტატების არმიის მომმარაგებელ მოდერნიზატორ კომპანიად დაამტკიცა. 

  შემდეგში განვიხილავთ მეგა კორპებს დაწვრილებით ARASAKA-ს და MILITECH-ს ყველაზე უძლიერის კომპანიებს რომლებიც 2077-ში აქტუალურები არიან...

 

( PS ადმინებს თუ შეგიძლიათ რო აპინოთ ეს თემები ერთად რო იყოს თუ შესაძლებელია, მადლობა წინასწარ )

 

 

 

 

9 minutes ago, Harmony Lines said:

2 მინუსი პირადად ჩემთვის რაც ამ თამაშს აქვს, პირველი ნუ ადრეც ვთქვი და ეს არის არჩევითობა რომ არ შეგიძლია 3thd პერსონის და first პეროსნის ხედვის და მეორე რაც არ მომეწონა არის ეს:

Untitled.jpg

აი ეს რო ეწერება რამდენი აკლდება სროლით და ჰედშოტს რო ადებ და ეგრევე მიკლავს რეალიზმის შეგრძნებას რაა, არადა ეს დამახასიათებელია ვიცი RPG-ი ჟანრის თამაშებისთვის მაგრამ აი კონკრეტულად ამას ცვეტში არ უხდება, არ ვიცი სხვისი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით მაგრამ ჩემი ინდივიდუალური მოსაზრებით ეს არის მარაზმი...

ნუ დიდი ალბათობით მაგ დაზიანების მაჩვენებლის გამორთვა შესაძლებელი იქნება როგორ ბევრ RPG-ში და რაც შეეხება first person view-ს მაგაზე თქვეს რო რაც შეიძლება მაქსიმალური სიახლოვე პერსონაჟსა და ფლეირს შორისო, ისე კი ბაზარი არაა გემოვნების ამბავია ვის როგორ.. მამენტ ჩარაქთერს რო ხედავდე მესამე პირშიც კაი იქნებოდა მარა რავი მე ასეც გამისწორდება მაგრა 

 

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

 

Link to comment
Share on other sites

GOG ზე გამოდის ანუ ზაშიტის გარეშე იქნება პირველივე დღეს იქნება ხელმისაწდომი სულმოუთქმენლად ველი ისევე როოგრც  MGPU საპორტის იმედი არ მაქ მარა რაც რეკომედირებულ მოთხოვნებში უწერია ჩემა სისტემამ უნდა გაქაჩოს ნორმალურად საშუალოზე მაინც 40+ სადღაც 3440X1440 ზე 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

D1ZFcitaro2BZOI8za8gUw.jpeg

Link to comment
Share on other sites

ნორმა მოთხოვნები აქვს მემგონი, 3070 მექნება და 1080Ti 2K, თუ დავაპირებ გეიმინგს იმედია დავხურავ მაგასაც, ანუ თუ არ დაფეილდება რა თქმა უნდა, მემგონი მაგარი გამოვა მაინც მაგრამ გარკვეული მინუსები შეიძლება ქონდეს, მთავარია რამე დიდი მუნუსი არ ქონდეს თამაშს რაც იმოქმედებს თამაშის დონეზე

Link to comment
Share on other sites

გაუზრდიათ მონაცემები, 1080p-ზე ვიდეო კარტები რანაირად უწერიათ, სად 1060 და სად 1660 Super თან საერთოდ სხვადასხვა წონით კატეგორიის კარტებია, მეორე უფრო GTX 1070-ს დონისაა და მაგ 2 კორტას შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა წარმადობაში... 

თავიდან ბევრად კარგი მონაცემები ეწერათ, როგორც ჩანს ოპტიმიზაცია მთლად საამაყო ვერ იქნება... ეს RT რეჟიმი მაგრად უგდებს წარმადობას თამაშს...

Link to comment
Share on other sites

ექსპერტთა და კრიტიკოსთა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი აზრი არსებობს Cyberpunk 2077-თან დაკავშირებით. რეალურად, იმედგაცრუების ძირითადი მიზეზი მუდმივი გადავადებებია, რამაც ძლიერი რეაქცია გამოიწვია მათ შორის, ვინც წინასწარ შეუკვეთა და თამაშის გამოსვლას აპრილში ელოდა. როგორც ჩანს, გადავადება აღარ მოხდება, რაც ნიშნავს იმას, რომ დროა მარკეტინგის მანქანა მთელი ძალით ამოქმედდეს. 

image.png 

როგორც ოფიციალური Twitter-არხიდან გახდა ცნობილი, Cyberpunk 2077-ის მყიდველებს საჩუქრების მთელი მთა ელოდებათ. ამისათვის საჭიროა გადადგათ მხოლოდ ერთი პატარა ნაბიჯი: დააკავშირეთ Steam-ის, Epic Games Store-ის ექაუნთი ნებისმიერ კონსოლსა თუ ოფიციალურ მაღაზიასთან - GOG.com. პირველი, რასაც საჩუქრად მიიებთ - ეს იქნება მგლის სიმბოლიკის მქონე ქურთუ Cyberpunk 2077-ის ნივთებს შორის. 

image.png 

გარდა ამისა: დანები, უნიკალური ხმალი, სკინები და ტანსაცმელი, რომელიც სხვას არავის ექნება. სასიამოვნო საჩუქარი მათთვის, ვინც Gwent-ს თამაშობს, იქნება სამურაის მონეტა და ტიტული "შთამბეჭდავი". CD Projekt-ის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის, რადგან უახლოეს მომავალში კიდევ უფრო უნიკალურ სიურპრიზებს ვნახავთ, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მათთვის, ვისაც აქვს თამაშთან დაკავშირებული ოფიციალური GOG-ექაუნთი. 

image.png 

კიდევ ერთხელ განვმარტავთ: თამაშის შეძენა ყველგან შეგიძლიათ, მთავარია მისი დაკავშირება GOG-თან. დანარჩენი კი ტექნოლოგიის საკითხია. 

Link to comment
Share on other sites

18 hours ago, ottko said:

GOG ზე გამოდის ანუ ზაშიტის გარეშე იქნება პირველივე დღეს იქნება ხელმისაწდომი სულმოუთქმენლად ველი ისევე როოგრც  MGPU საპორტის იმედი არ მაქ მარა რაც რეკომედირებულ მოთხოვნებში უწერია ჩემა სისტემამ უნდა გაქაჩოს ნორმალურად საშუალოზე მაინც 40+ სადღაც 3440X1440 ზე 

როგორც კი preload download დაიწყება, იმავე დღეს გაეძრობა კრეკთან ერთად. პროსტა მე ყიდვას ვაპირებ, პაძერშკის გარდა, ამაზე დახუია აფდეითები და ფიქსები გამოვა და ყოველ ჯერზე ხელახლა ყენება......

Link to comment
Share on other sites

gog ის ვერსიას თუ დაყენებ ოფიციალური ინტლერია ოფიციალური შეუტეხელი ვერსია კრეკი არ უნდა როცა გამოვა განახლებები ავტომატურად ოფიციალურად დაყენებ ლიცენზირებული ვერსიაზე 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

როგორც მესამე ვიჩერში იყო ეგეთივე პონტი უნდა იყოს ამ თამაშზეც, ანუ გოგის ვერსიას აყენებ და მერე აპდეიტებიც დაიდება, რომელიც ადვილათ ყენდება მაგ ვერსიაზე, რეპაკები არ ვიცი ნამდვილათ, მე გოგი გადმოვწერე და ყველაფერი ყენდებოდა მოდების ჩათვლით, კრაკი არ ჭირდება საერთოდ

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ტიპებმა გეიმინგ ისტორიაში რევოლუციური ელემენტი გააკეთეს (რავი მე პირადად არ მახსოვს ასეთი) თამაში ოფიციალურად 10 ენაზეა გახმოვანებული და როცა ენას ცვლი პირის მოძრაობის ანიმაცია კონკრეტულ ენას უმთხვევს... გიჟები არიან 

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ჯორჯ, მე ვერ გადამაქვს და დაგაიტანე კიბერპანკის თემაში ეს

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.



×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.