Jump to content

ზონდი Parker Solar Probe რეკორდს ამყარებს მზესთან მიახლოებაში


Recommended Posts

აშშ-ის აეროკოსმოსური სააგენტო NASA ავრცელებს მოხსენებას, რომლის თანახმადაც სადგურმა Parker Solar Probe წარმატებით დაასრულა მეორეჯერ მზესთან მიახლოების მცდელობა. 

image.jpeg 

ხსენებული ზონდი გაიგზავნა გასული წლის აგვისტოში. მისი ამოცანაა შეისწავლოს მზის სიალოვეს არსებული პლაზმის ნაწილაკების გამოსხივება და მათი ურთიერთქმედება მზის ქარებთან. გარდა ამისა, აპარატი შეეცდება გაარკვიოს, რა მექანიზმები ახდენენ ენერგეტიკული ნაწილაკების აჩქარებასა და გადატანას. 

ზონდის ფრენის პროგრამაში გათვალისწინებულია მნათობთან მაქსიმალურად მიახლოება სამეცნიერო ინფორმაციის მიების მიზნით. მაღალი ტემპერატურისგან ბორტის აპარატურის დაცვას უზრუნველყოფს სპეციალური დამცავი ფარი, რომლის სისქე 114 მილიმეტრს შეადგენს და დამზადებულია განსაკუთრებული კომპოზიტური მასალისაგან. 

გასული წლის შემოდგომაზე ზონდმა მზესთან მიახლოების რეკორდი დაამყარა: მიუახლოვდა მას დაახლოებით 42,73 მლნ კილომეტრის დაშორებაზე. ამჟამად ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდა. 

image.jpeg 

სააგენტოს შეტყობინებით, განმეორებითი ფრენის დროს, 4 აპრილს,  Parker Solar Probe მზისგან 24 მლნ კილომეტრზე ნაკლები დაშორებით აღმოჩნდა. აპარატის მოძრაობის სიჩქარე შეადგენდა დაახლოებით 340 ათასი კმ/საათს.  

სამომავლოდ დაგეგმილია მზესთან უფრო მეტად მიახლოებული ფრენები. მოსალოდნელია, რომ 2024 წელს აპარატი შეძლებს აღმოჩნდეს მზის ზედაპირიდან დაახლოებით 6,16 მლნ კილომეტრის სიახლოვეზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.