Jump to content

Tesla Model S და Model X მიიღებენ ახალ ძრავებს, რათა უკეთ მიიზიდონ მყიდველები


Recommended Posts

კომპანია Tesla-ს 2019 წლის პირველი კვარტლის ანგარიში აჩვენებს, რომ მისი ელექტრომობილები ბოლო პერიოდში შედარებით ცუდად იყიდება. კერძოდ, საუბარია Model S-სა და Model X-ზე: დიდი ალბათობით, ხალხმა ამჯობინა Tesla Model 3-ის შეძენა, განსაკუთრებით კი მასზე ფასის შემცირების შემდეგ. ამასთან, გაიაფებულ მოდელს უფრო უკეთესი აღჭურვილობა აქვს წინამორბედთან შედარებით, რაც აგრეთვე აისახება მომხმარებლების ინტერესებზე. როგორც ჩანს, კომპანია მზადაა გამოასწოროს სიტუაცია და ელექტრომობილების აღჭურვილობა უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს. 

image.jpeg 

წლების განმავლობაში ელექტრომობილ Tesla Model S-სა და Model X-ში გამოიყენებოდა ასინქრონული ელექტროძრავები, რომელთაც დადებითთან ერთად სუსტი მხარეებიც გააჩნიათ. Tesla Model 3 ელექტრომობილებშ კი კომპანიამ დაიწყო მუდმივი მაგნიტების მქონე ელექტროძრავების გამოყენება - მათზე არჩევანი შეჩერდა იმიტომ, რომ ამგვარმა ძრავებმა საუკეთესო შეფარდება აჩვენა ეკონომიურობასა და მაღალ წარმადობას შორის. 

მოსალოდნელია, რომ 2019 წლიდან Tesla Model S და Model X მოდელებიც გადავა ამგვარ ძრავებზე. ამჟამად ეს ძრავები ცნობილია კოდური სახელწოდებით „Raven”, თუმცა მათი ტექნიკური მახასიათებლები საიდუმლოდ რჩება. მათი ეფექტურობა ძველად ოდნავ აჭარბებდა 93%-ს, ახალი აღჭურვილობით კი მიაღწევს 97%-ს. ცვლილებები დადებითად იმოქმედებს აგრეთვე ავტომობილის მიერ სიჩქარის განვითარებაზე, დამუხრუჭებასა და ერთ დამუხტვაზე მანძილის გავლის სიდიდეზე. 

ასევე ვრცელდება ხმები, რომ მყიდველების ყურადღების მიპყრობის მიზნით კომპანია Tesla დაკავდება ინტერიერის გაუმჯობესებითაც. ამ ყველაფრის პარალელურად, კომპანია დიდი ალბათობით განაახლებს პროგრამულ უზრუნველყოფასაც, რაც დატენვის სიჩქარეს გაზრდის. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.