Jump to content
Magdalena

Microsoft-ი აერთიანებს Xbox Game Pass-სა და Xbox Live-ს თვეში 14,99 დოლარად

Recommended Posts

Microsoft-ი გეგმავს გამოუშვას ახალი სერვისი, Xbox Game Pass Ultimate, რომელშიც გაერთიანდება Xbox Live Gold და Xbox Game Pass. Twitter-ის მომხმარებელმა h0x0d-მა პირველმა განაცხადა ახალი სერვისის შესახებ და აღნიშნა, რომ მომსახურების საფასური იქნება თვეში 14,99 დოლარი. The Verge-ის ინფორმაციით კი Microsoft-ი, დიდი ალბათობით, ხსენებულ სერვისს წარადგენს ახალ დისკის გარეშე მოქმედ Xbox One S All-Digital Edition-თან ერთად მიმდინარე თვის ბოლოს. 

image.png 

Xbox Game Pass-ისა და Xbox Live-ის კომბინაცია ნიშნავს იმას, რომ Xbox-ის მფლობელები დაზოგავენ თვეშ დაახლოებით 5 დოლარს იმასთან შედარებით, რასაც იხდიან ორივე სერვისის ცალ-ცალკე გამოწერის შემთხვევაში - ნაცვლად 19,98 დოლარისა, ორივე სერვისს მიიღებენ 14,99 დოლარად. ეს არ არის დიდი ეკონომია, თუმცა Xbox Game Pass Ultimate მეტად მნიშვნელოვანია ახალი, დისკის გარეშე მოქმედი Xbox One S-ისთვის, რადგანაც ეს კონსოლი არ შეიცავს Blu-ray დრაივს და დიდწილად დამოკიდებულია ციფრულ ჩამოტვირთვებსა და Xbox-ის გამოსაწერ სერვისებზე. 

Microsoft-ს უკვე აქვს ნაცადი, გაეერთიანებინა სერვისები და Xbox-ის აპარატურაც კი ერთი გამოწერის ქვეშ. მოკლევადიან პერიოდში კომპანიამ აამოქმედა Xbox All Access, რომელიც მომხმარებელს სთავაზობდა Xbox One X-ს, Xbox Live Gold-სა და Xbox Game Pass-ს თვეში 34,99 აშშ დოლარად. ეს იყო განსაზღვრული დროის განმავლობაშ მოქმედი შემოთავაზება და იგი რეალურად ექსპერიმენტს წარმოადგენდა, რომლითაც უნდა შემოწმებულიყო სერვის-პაკეტზე მოთხოვნა. 

Microsoft-ი გულმოდგინედ ახდენს Xbox Game Pass-ის რეკლამირებას. ეს არის ყოველთვიური გამოსაწერი სერვისი, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს ჰქონდეს წვდომა 100-ზე მეტ Xbox-თამაშზე. ხელმისაწვდომია აგრეთვე Xbox Game Studios-ის თამაშები, მაგალითად Sea of Thieves და Crackdown 3. კომპანიამ Xbox Game Pass-ში მცირე ხნის წინ აგრეთვე დაამატა Minecraft. Microsoft-ი ასევე მუშაობს xCloud თამაშების სტრიმინგზე, რომელიც განკუთვნილი იქნება პერსონალურ კომპიუტერებზე, კონსოლებსა და მობილურ მოწყობილობებზეც. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...