Magdalena Posted April 6, 2019 Share Posted April 6, 2019 გასულ წელს Microsoft-ის გეიმინგ-განყოფილების ხელმძღვანელმა ფილ სპენსერმა (Phil Spencer) განაცხადა, რომ პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელს უამრავი სამუშაო აქვს Windows-ზე PC-გეიმერებისთვის. ამჟამად Microsoft-ი იწყებს Xbox-ის პერსონალურ კომპიუტერზე ინტეგრაციის გაუმჯობესებას და წარადგენს ფუნქციების ფართო სპექტრს Windows 10-ის გეიმინგ პანელზე (Game Bar-ზე). ხსენებული widget-ები უამრავ ფუნქციას მოიცავს, რომელთა ნახვასაც შეძლებთ გეიმინგ-პანელზე. Microsoft-ი ახდენს ამ ფუნქციებში Spotify-ს ინტეგრაციას და შეგეძლებათ აკონტროლოთ სიმღერების გაშვება თამაშების დროს. აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება აუდიო-widget-ი ხმის კონტროლისთვის, ასევე პროცესორის, გრაფიკული პროცესორისა და გამოყენებული ოპერატიული მეხსიერების მონიტორინგის widget-ი . Xbox-ის გეიმინგ-პანელის გააქტიურება შესაძლებელია winkey + G-ის მეშვეობით Windows 10-ში. ამ ახალი განლაგების შედეგად უფრო მეტად მოსახერხებელი გახდება მთლიანი პროცესი. Microsoft-ი აგრეთვე გაამარტივებს ეკრანის ფოტოების გადაღებას და უზრუნველყოფს სწრაფ რედაქტირებას Twitter-ის ფუნქციის გამოყენებასთან ერთად. შეგეძლებათ გადაიღოთ ვიდეო, დაამატოთ რაიმე ტექსტი და საბოლოო შედეგი მომენტალურად გააზიაროთ Twitter-ზე, სანამ ინტერფეისი კვლავ გეიმინგ-პროცესშია. Xbox-ის ახალი სოციალური widget-ი ასევე წარმოდგენილი იქნება სოციალური ქსელის მეგობრების ჩამონათვალით და სწრაფად და მარტივად შეძლებთ მათთვის შეტყობინებების გაგზავნას გეიმინგ-პანელიდან. Microsoft-ი კონცენტრირებულია Game Bar-ის გაუმჯობესებაზე და სურს უბრალო პანელიდან იგი ფუნქციურად უფრო მეტად დატვირთულ და ადვილად მართვად ინსტრუმენტად აქციოს. მომხმარებლებს ექნებათ საშუალება - მიამაგრონ widget-ები სადაც სურთ და აირჩიონ ან დამალონ ისინი სურვილის მიხედვით. Xbox-ის ახალი გეიმინგ-პანელი ტესტირებას გადის პერსონალური კომპიუტერის გეიმერებისთვის, სანამ იგი ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება. მათ კი, ვისაც სურს ახალი გეიმინგ-პანელის გამოცდა, შეუძლიათ ამის განხორციელება Xbox Insider Hub-ის გაშვებითა და ინსაიდერების კონტენტიდან Windows Gaming-ის არჩევით. როგორც ჩანს, Microsoft-მა საფუძვლიანად დაიწყო თავისი დესკტოპ-თამაშების გარკვეული ნაკლოვანებების გამოსწორება. უფრო მეტ სიახლეს მიმდინარე წელს E3 გამოფენაზე შევიტყობთ. https://www.theverge.com/2019/4/4/18294963/microsoft-windows-10-game-bar-widgets-overlay-features Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.