Jump to content

Amazon-ი გაუშვებს ათასობით თანამგზავრს, რათა უზრუნველყოს ინტერნეტი მთელ მსოფლიოში


Recommended Posts

image.png

Amazon-ი გეგმავს გაუშვას 3236 თანამგზავრი დედამიწის ახლო ორბიტაზე, რათა უზრუნველყოს ინტერნეტი მთელ მსოფლიოში იმ ადგილებშიც, სადაც ამ დრომდე არაა ან არასაკმარისად ხელსაყრელია. ინიციატივას სახელად ჰქვია Project Kuiper.   

Amazon- რიგით ბოლოა მთელ რიგ კომპანიებს შორის, რომლებიც გეგმავენ გამოიყენონ ათასობით თანამგზავრისგან შემდგარი ქსელი მთელი მსოფლიოსთვის ინტენეტის მისაწოდებლად. ტრადიციული თანამგზავრული ინტერნეტისგან განსხვავებით გეგმები ემყარება დედამიწის ახლო ორბიტაზე განთავსებულ თანამგზავრებს, რომელა მართვაც უფრო ადვილია, იაფია და ხორციელდება მინიმალური შეფერხებებით. SpaceX, როგორც უკვე ვიცით, აპირებს ორბიტაზე გაუშვას 12 ათასი თანამგზავრი თავის პროექტ Starlink-ის ფარგლებში, OneWeb გეგმავს 650 თანამგზავრის გაშვებას, Facebook-იც მუშაობს საკუთარ ინტერნეტ-თანამგზავრებზე. 

პროექტი Kuiper ითვალისწინებს განთავსების მხრივ სამი სხვადასხვა სიმაღლის თანამგზავრებს: 784 თანამგზავრი გაიგზავნება დედამიწის ზედაპირიდან 367 მილ სიმაღლეზე, 1296 – 379 მილზე და 1156 თანამგზავრი განთავსდება 391 მილ სიმაღლეზე. ხსენებული თანამგზავრული ქსელი მთლიანობაში დაფარავს იმ ტერიტორიას, სადაც დედამიწის მოსახლეობის 95%-ზე მეტია დასახლებული. 

როდესაც კომპანიას კომენტარებისთვის მიმართეს, Amazon-ის წარმომადგენელმა განაცხადა: 

„Project Kuiper - ეს ახალი ინიციატივაა ახლო ორბიტაზე თანამგზავრების გაგზავნის შესახებ და იგი უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან ვრცელი დაფარვის კავშირს მცირე შეფერხებებით იმ ადგილებში, სადაც დღესდღეობით არასაკმარისი მომსახურებაა ამ მხრივ. ეს არის გრძელვადიანი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ათეულ მილიონობით ადიანის მომსახურებას, რომელთაც არ აქვთ საკმარისი წვდომა ინტერნეტზე“.  

Amazon- ჯერჯერობით არ ახმაურებს, თავად აპირებს თანამგზავრების წარმოებას თუ მათ გარეშე მხარისგან შეიძენს. აგრეთვე გადასაწყვეტია - როგორ აპირებს კომპანია მათ ორბიტაზე გაყვანას. თუმცა აღსანიშნავია, რომ კომპანიის გენერალურ დირექტორს, ჯეფ ბეზოსს საკუთარი კოსმოსური კომპანია აქვს (Blue Origin) და არის ვარაუდი, რომ Amazon-ი სწორედ ამ შესაძლებლობას განიხილავს. 

პროექტისთვის აგრეთვე საიროა დედამიწაზე არსებული მართვის ცენტრების არსებობა თანამგზავრების სამართავად. გასულ წელს Amazon-ა აამოქმედა AWS Ground Station  cloud computing-სერვისი, რომელიც საშუალებას იძლევა დამყარდეს კავშირი კოსმოსსა და დედამიწას შორის. 

ჯერჯერობით უცნობია თარიღი, როდის შეძლებს Amazon-ი გეგმების განხორციელებას. ამისათვის საჭიროა მან მიიღოს თანხმობა კავშირების ფედერალური კომისიისგან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი ფაქტორი ის გახლავთ, რომ თანამგზავრები ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ კოსმოსურ ნაგვად იქცევა და არის ალბათობა, რომ ხსნებული თანამგზავრებით გაიზრდება ახლომდებარე ორბიტას დანაგვიანების საფრთხე. https://www.theverge.com/2019/4/4/18295310/amazon-project-kuiper-satellite-internet-low-earth-orbit-facebook-spacex-starlink 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.