Jump to content

ისრაელის კერძო კოსმოსური მოდული “Bereshit” მთვარის ორბიტაზე გავიდა


Recommended Posts

ისრაელი მსოფლიოს მეშვიდე ქვეყანაა, რომელმაც შეძლო კოსმოსური აპარატი ჩვენი პლანეტის თანამგზავრამდე მიეყვანა. ექვსი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც კომპანია SpaceIL-ის მოდულმა Bereshit-მა მაკორექტირებელი მანევრების შემდეგ წარმატებით აამოქმედა ძრავი, თავი დააღწია დედამიწის გრავიტაციას და გავიდა მთვარის ახლო ორბიტაზე. მცირე ზომის მოდულისთვის ეს ისტორიული მიღწევა ნამდვილი ეპიკური თავგადასავლის მხოლოდ დასაწყისია. ერთი კვირის შემდეგ კოსმოსურ აპარატს მოუწევს განახორციელოს დაშვება მთვარის ზედაპირზე. ეს მოვლენა 11 აპრილისთვისაა დაგეგმილი და თუკი იგი წარმატებით ჩაივლის, Bereshit გახდება პირველი კერძ კოსმოსური აპარატი, რომელიც მშვიდობით დაეშვება მთვარეზე. 

image.jpeg 

„მთვარეზე დაშვება ჩვენთვის ისტორიული მოვლენაა, იგი ასევე საშუალებას მისცემს ისრაელს, შეუერთდეს იმ ქვეყანათა  ჩამონათვალს, რომელთაც შეძეს ჩვენი პლანეტის თანამგზავრის ორბიტამდე მიღწევა. ერთ კვირაში ჩვენ ვეცდებით ეს მოვლენა კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გავხადოთ - დავსვათ მოდული მთვარის ზედაპირზე და შევუერთდეთ იმ ქვეყნების მცირე რიგს, რომლებსაც მსგავსი რამ გამოუვიდათ“ - განაცხადა კომპანი SpaceIL-ის ხელმძღვანელმა მორის კანმა. 

image.jpeg 

კომპანია SpaceIL-ისა და მოდულის შემქმნელი Aerospace Engineering-ის თანამშრომლები ზეიმობენ Bereshit-ის მთვარის ორბიტაზე გასვლას. 4 აპრილი. 2019 წელი. 

მ დრომდე მსოფლიოს მხოლოდ სამმა ქვეყანამ შეძლო წარმატებულად დაშვება მთვარეზე. ესენია აშშ, რუსეთი და ჩინეთი - მათ კოსმოსურ პროგრამებში უზარმაზარი თანხა დახარჯეს. ამიტომ, ფინანსური კუთხით ისრაელის მიერ განხორციელებული მისია თავისებურად უკვე გამარჯვებაა - Bereshit-ის მისია მის ორგანიზატორებს „სულ რაღაც“ 100 მილიონი დაუჯდათ. თანაც, მისიის დაფინანსებაში ძირითადი შენატანი კერძო ინვესტორებს ეკუთვნით. 

გაშვებიდან რამოდენიმე კვირაში Bereshit-მა წარმატებით შეასრულა ყველა დაგეგმილი მანევრი. ამჟამად იგი მთვარის გარშემო დაგეგმილი ტრაექტორიის მიხედვით მოძრაობს. იგი მთვარეზე დაეშვება საერთაშორისო კოსმონავტიკის დღემდე ერთი დღით ადრე, 11 აპრილს. თუკი ყველაფერი წარმატებით წარიმართება, ზონდი დაიწყებს ზედაპირზე გადაადგილებას, გადაიღებს უამრავ ფოტოს, ჩაატარებს სამეცნიერო კვლევებს იქამდე, სანამ ბატარეები არ დაჯდება ან ელექტრონიკა არ გადაიწვება. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.