Jump to content

Adobe After Effects საშუალებას მოგცემთ ვიდეომასალიდან ობიექტები ამოჭრათ


Recommended Posts

image.jpeg

Adobe After Effects-ს საგაზაფხულო განახლების შედეგად დაემატა შესაძლებლობა, რომლითაც შეგეძლებათ მასალიდან ამოჭრათ არასასურველი ობიექტები. ხსენებულ ფუნქციაში გამოყენებულია მანქანური სწავლების პლატფორმა Adobe Sensei და იგი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოაშორონ არასასურველი ობიექტბი ვიდეომასალიდან ისე, რომ არ იქნება საჭირო თითოეული კადრის ცალ-ცალკე დარედაქტირება. შთამბეჭდავია ის, რომ ახალი ტექნოლოგია საშუალებას იძევა ავტომატურად იქნას აღმოჩენილი მოძრავი სცენების ობიექტები და შეივსოს არასაკმარისი პიქსელები. 

მოცემული ფუნქცია თავდაპირველად წარმოდგენილი იყო Adobe Sneaks-ში 2017 წელს სახელწოდებით - Project Cloak და იგი ექსპერიმენტულ ინსტრუმენტს წარმოადგენდა. ამჟამად ეს ინსტრუმენტი ხელმისაწვდომია Creative Cloud-ის გამომწერებისთვის. იგი გამოსადეგია post-Production-რედაქტირებისთვის, მაგალითად, შესაძლებელია მიკროფონების, სადენების ან ადამიანების მოცილება, მოკლედ, ყველა იმ ობიექტის, რომელიც შემთხვევით მოხვდა კადრის საფინალო ვერსიაში. 

image.png

Adobe After Effects-ის გამოყენება შესაძლებელია ვიდეოს რედაქტირებისთვის, დინამიური გამოსახულებებისთვის, კომპოზიციის შექმნისათვის (კომპოზიტინგი), ფერების კორექციისთვის, ანიმაციებისა და სხვადასხვა ეფექტების შემუშავებისთვის. აგრეთვე, გამოყენებადია სარეკლამო რგოლების დამზადებაში, მხატვრული და სატელევიზიო ფილმების ტიტრებში. მოკლედ, პროგრამა შესაძლებლობების ფართო სპექტრს სთავაზობს მათ, ვისაც სჭირდება ციფრული ვიდეოეფექტები და ვიდეოკონტენტის დამუშავება. 

image.jpeg 

 

  • Thanks 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

პროგრამირებაში რატოა ეს თემა? 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.