Jump to content

კვლევა: Bitcoin-მა უახლოეს 10 წელში შესაძლოა უკან ჩამოიტოვოს მსოფლიო საგადახდო სისტემები Visa და MasterCard


Recommended Posts

სოფთვეარ-სტარტაპ DataLight-ის კვლევის ანგარიშის თანახმად, Bitcoin (BTC) უახლოეს ათწლეულში შეძლებს გლობალური საგადასახადო სისტემის უზურპირებას. 

კვლევაში შედარებულ იქნა Bitcoin-ის ტრანზაქციები Visa-ს, MasterCard-ისა და PayPal-ის ტრანზაქციებთან. შედეგად კომპანიამ გააკეთა პროგნოზი, რომ თუკი Bitcoin-ის ქსელის მიმდინარე ზრდის ტემპი შენარჩუნდება, იგი ბაზრის სხვა მონაწილეების მხრიდან არსებულ  კონკურენციას დაამარცხებს. 

image.png 

«სულ რაღაც ათ წელიწადში Bitcoin-მა შეძლო კონკურენცია გაეწია მსოფლიო საგადახდო სისტემების ინდუსტრიის ლიდერებისთვის. Bitcoin-ის განვითარება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება“ - ნათქვამია მოხსენებაში. 

„თუკი იგი ასეთ ტემპს შეინარუნებს, ათი წლის შემდეგ ყველა კონკურენტს უკან ჩამოიტოვებს“.  

ამგვარი პროგნოზის საფუძველს წარმოადგენს ნოუდების დიდი რაოდენობა, შედარებით დაბალი საკომისიო გადასახადები და ტრანზაქციების საშუალო ზომა, აგრეთვე სხვა ტექნიკური ფაქტორები. 

Bitcoin-ს, მაგალითად, აქვს დაახლოებით 10 ათასი აქტიური ნოუდი Visa-ს 119 Data-ცენტრთან შედარებით, MasterCard-ს 98 აქვს, PayPal-ს - 51. 

ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ Bitcoin-ს ნაკლები მომხმარებელი ჰყავს, რაც განპირობებულია მისი ბაზარზე არსებობის შედარებით მოკლე პერიოდით. შედარებისთვის, Visa-სა და MasterCard-ის დებიუტი 1950 და 1960-იან წლებში შედგა, PayPal-ისა კი - 1998 წელს. 

დღესდღეობით არსებობს დაახლოებით 25 მილიონი Bitcoin-საფულე, Visa-სა და MasterCard-ის საკრედიტო და სადებეტო ბარათების რაოდენობა კი 5,3 მილიარდს აღწევს, ნათქვამია შეტყობინებაში. 

DataLight-ისთვის ეს ყველაფერი პროგრესის მანიშნებელს წარმოადგენს. უახლოეს მომავალში Bitcoin-ის მიღწევები მას მიმზიდველად აქცევს მომხმარებლებისთვის. 

„ამჟამად Bitcoin-ის საგადსადო სისტემა ბევრად აღემატება ჩვეულებრივ საერთაშორისო გადახდებსა და საბანკო ტრანზაქციებს“ - აღნიშნულია ანგარიშში“. 

Bitcoin-ის ქსელის ტექნიკური სრულყოფილება დიდი ალბათობით მას მსოფლიოს უმთავრეს საგადახდო სისტემად აქცევს. ამიტომაცაა, რომ 2018 წლის დათვური ტრენდი უბრალოდ მორიგი დროებითი დაღმასვლა იყო, რომელსაც ქსპონენციალური ზრდა და ახალი, ყველა დროის მაღალი ნიშნულების მიღწევა მოყვება”. 

როგორც Cointelegraph იტყობინება, სხვა კვლევითი წყაროების აზრითაც Bitcoin-ის ფასი წინსვლას დაიწყებს მიმდინარე წლის ივნისში. 

ათი წლის გასვლის შემდეგ კვლავ ისმის  Twitter-ის გენერალური დირექტორის სიტყვების გამოძახილი, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოთქვა თავისი აზრი, რომ 2028 წლისთვის Bitcoin-ი გახდება გლობალური ინტერნეტ-ვალუტის ფორმა. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.